მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის

თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა

205
(განახლებულია 13:24 18.09.2020)
უეფას „ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის „ლოკომოტივმა“ შინ მოსკოვის „დინამოს“ მოუგო.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა ანგარიშით 2:1. მატჩი უეფას „ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში გაიმართა.

პირველი ტაიმში თამაში „დინამოს“ დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა გუნდები მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებაზე ისე გავიდნენ, რომ არც ერთი გოლი არ გასულა. ქართული კლუბის ფეხბურთელებმა მიიღეს სამი ყვითელი ბარათი, სტუმრებმა - მხოლოდ ერთი. 

Матч Лиги Европы между тбилисским ФК “Локомотив” и московским ФК “Динамо” на стадионе им. Михаила Месхи-2. Второй тайм. Счет 2:1 в пользу тбилисского Локомотива
© Sputnik / Alexander Imedashvili
მატჩი თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოს“ შორის უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში

პირველი გოლი შეხვედრის 54-ე წუთზე გავიდა. მარჯვენა ფლანგიდან გაბაძის საჯარიმოში გადაცემის შემდეგ „დინამოს“ მეკარემ ბურთი უხერხულად მოიგერია და „ლოკომოტივი“ წინ სიხარულიძემ გაიყვანა, რომელმაც პრაქტიკულად ცარიელ კარში დაარტყა.

76-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა, რომელმაც რამდენიმე წუთით ადრე იმრან ომარი შეცვალა, მეორე გოლი გაიტანა.

Матч Лиги Европы между тбилисским ФК “Локомотив” и московским ФК “Динамо” на стадионе им. Михаила Месхи-2. Второй тайм. Счет 2:1 в пользу тбилисского Локомотива
© Sputnik / Alexander Imedashvili
მატჩი თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოს“ შორის უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში

რამდენჯერმე ქართველების კარი 19 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გადაარჩინა. თუმცა 90-ე წუთზე კომლიჩენკომ პენალტი გაიტანა. ანგარიში 2:1 გახდა. მსაჯმა დამატებითი 5 წუთი დანიშნა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.

ქართული და რუსული გუნდების შეხვედრა საქართველოს დედაქალაქში, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა უეფას „ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში. უეფას რეგულაციებისა და რეკომენდაციების გამო, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესდა, შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართა.

„ევროპა ლიგის“ მომდევნო სტადიაზე „ლოკომოტივის“ მეტოქე იქნება ესპანური „გრანადა“. მატი 24 სექტემბერს ესპანეთში გაიმართება.

თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ გაანადგურა - დეტალურად >>

 

205
თემები:
სპორტის ამბები (936)
საქართველოს რაგბის ნაკერები

საქართველოს რაგბის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიასთან მატჩისთვის ცნობილია

31
უელსთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც საქართველომ 0:18 წააგო, „ლელოს“ სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილება შეიტანა

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გაასაჯაროვა ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ირლანდიასთან მატჩისთვის, რომელიც „შემოდგომის ერთა თასის“ ფარგლებში 29 ნოემბერს დუბლინში „ავივა სტედიუმზე“ გაიმართება.

უელსთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 0:18 წააგო, „ლელოს“ სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილება შეიტანა.

საქართველოს რაგბის ნარების შემადგენლობა ირლანდიასთან:

შერკინება:

მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი („ლესტერ ტაიგერს“, ინგლისი), ბექა გიგაშვილი („ტულონი“, საფრანგეთი), ნოდარ ჭეიშვილი („აია“, საქართველო), ლაშა ჯაიანი („არმაზი“, საქართველო) , ბექა საღინაძე („ორიაკი", საფრანგეთი), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი", საფრანგეთი), ბექა გორგაძე („ბორდო", საფრანგეთი)

ნახევარდაცვა:

ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე („ბრივ“, საფრანგეთი).

უკანა ხაზი:

თამაზ მჭედლიძე („რუანი", საფრანგეთი), მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, კლუბის გარეშე), გიორგი კვესელაძე („არმაზი", საქართველო), აკაკი ტაბუცაძე („ლელო-სარაცინს", საქართველო), სოსო მათიაშვილი („აკადემია", საქართველო).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს რეზერვში ორი დებიუტანტი ჰყავს. ეს არის 18 წლის დავით ნინიაშვილი და 20 წლის მიხეილ ალანია.

„ისეთი დონის გუნდებთან ვთამაშობთ, რომლებსაც მხოლოდ ფიზიკური მომზადებით ვერ გააკვირვებ. შეტევაში ვარიაციებია საჭირო. ჩვენ გვქონდა დრო, რათა ამაზე გვემუშავა, და ამ კუთხით მწვრთნელების მუშაობით კმაყოფილი ვარ. ირლანდია უფრო რთული მეტოქეა, ვიდრე უელსი, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. მატჩიდან მატჩამდე გამოცდილებას ვიღებთ, მორაგბეებიც და მწვრთნელებიც“, - განაცხადა მაისაშვილმა შეხვედრის წინ.

Тренировка сборной Грузии по регби
საქართველოს რაგბის ნაკრების ვარჯიში

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ თამაშში გადამწყვეტი ასევე სტატიკური ფაზები იქნება.

„შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფურ სტადიაზე ირლანდიის წინააღმდეგ მატჩი „ბორჯღალოსნებისთვის“ დასკვნითი იქნება. პირველ ორ შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა ვერცერთი ქულა ვერ აიღეს და ინგლისთან (0:40) და უელსთან (0:18) წააგეს.

საქართველოს და ირლანდიის ნაკრებები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და ოთხივეჯერ „მწვანეებმა“ გაიმარჯვეს. დაპირისპირების საერთო ანგარიშია 196:31, ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით ირლანდიამ საქართველოს 1998 წელს მოუგო - 70:0.

მატჩი ირლანდიასა და საქართველოს შორის 18:00 საათზე დაიწყება.

31
თემები:
სპორტის ამბები (936)
საქართველოს კალათბურთის ნაკრების შეხვედრა სერბეთთან

საქართველო-ფინეთი: მეტოქე გუნდში ქართულ ტრიოს უფრთხიან

81
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთის გუნდს ხუთჯერ დაუპირისპირდა. აქედან სამჯერ გამარჯვება ფინელებმა მოიპოვეს. გუნდებს შორის რიგით მეექვსე შეხვედრა დღეს 21:00 საათზე გაიმართება.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთის ქალაქ ესპოოში „მეტრო არენაზე“ დღეს, 21:00 საათზე ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ეროვნული ნაკრები ფინეთში „ევრობასკეტის“ შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩისთვის 24 ნოემბერს გაემგზავრა. ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდნენ ნატურალიზირებული მოთამაშე თად მაკფადენი და ესპანური „ტენერიფეს“ ცენტრი, გიორგი შერმადინი. მათთან ერთად ჩაფრინდნენ ფინეთში ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი, გიორგიოს ლიმნაიტისი.

საქართველოს ნაკრებს ფინეთთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება, NBA-ში მოასპარეზე გოგა ბითაძე. თუმცა სრულ მზადყოფნაშია მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი, თორნიკე შენგელია, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. მან 26 ნოემბერს მოსკოვში, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ევროლიგის მატჩი ჩაატარა, ხოლო თამაშის დასრულებისთანავე თორნიკე ფინეთში გაფრინდა და ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეროვნული გუნდის კაპიტანმა „რეალთან“ ჩატარებულ მატჩში საკუთარი გუნდისთვის 15 ქულა მოაგროვა და შეხვედრაც მოსკოველთა სასარგებლოდ 74-73 დასრულდა. შენგელიამ მგზავრობასთან და ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა დროულად და უპრობლემოდ მოაგვარა, რასაც ვერ ვიტყვით თად მაკფადენზე.

ამერიკული წარმოშობის კალათბურთელს 25 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელს კოვიდინფექცია გადატანილი აქვს და გამოჯანმრთელების შემდეგ მან არაერთი ტესტი ჩაიტარა. სწორედ ამიტომ მაკფადენს ტესტირება განმეორებით ჩაუტარდა, რომელზეც პასუხი უკვე უარყოფითი აღმოჩნდა. აღნიშნული გაუგებრობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამერიკელი მკაცრი კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდა.

მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა. მან აღნიშნა, რომ ფინელებს მაღალ ტემპში უყვართ თამაში და ამისთვის მზად უნდა იყვნენ. ზუროსის თქმით, ისინი მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ითამაშებენ და შეეცდებიან, რომ მოწინააღმდეგეს კარგად ორგანიზებული დაცვა შესთავაზონ.

„ორგანიზებულ დაცვას კი შეთამაშება უნდა. გუნდის შესაკვრელად ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ფინეთთან საქართველოს ნაკრებს ბევრი დებიუტანტი ეყოლება, რომლებსაც არა აქვთ დრო შესათამაშებლად. თუმცა დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ. ჩვენი ამოცანა ფარქვეშიდან შეტევა იქნება, რადგან ევროპაში გამორჩეული წინახაზელები გვყავს“, - განაცხადა ზუროსმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთს სულ ხუთჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც ორჯერ მოვახერხეთ გამარჯვება, სამჯერ კი დავმარცხდით.

თავის მხრივ კომენტარი გააკეთა ფინეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე მიკო ლარკასმა. მისი თქმით, ფინელები ყველაზე მეტად თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინსა და თად მაკფადენს უფრთხიან.

„საქართველოს ნაკრების თამაში დიდწილად არის დამოკიდებული შენგელია-შერმადინი-მაკფადენის ტრიოზე. ის, რომ გუნდს შენგელიაც ემატება, მათთვის დიდი პლიუსია, რადგანაც თორნიკეს გუნდის ერთიორად გაძლიერება შეუძლია. უკანასკნელი ფანჯრის დროს ქართველები ფარქვეშ მაქსიმალურად ცდილობდნენ შერმადინის დატვირთვას, ეს ხელ-ფეხს სხვა მოთამაშეებს უხსნიდა, შენგელიასა და მაკფადენს კი შესატევ პოზიციაზე გასვლა იოლად შეუძლიათ. ჩვენი უპირატესობა სწრაფი გადაადგილება და შეტევა უნდა გახდეს. მათ სირბილში უნდა ვაჯობოთ”, - განაცხადა მიკო ლარკასმა.

შეხვედრამდე მოკლე კომენტარი გააკეთა ფინელთა თავკაცმაც, მისი თქმით, საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის სათავეში სრულიად დამსახურებულად იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ფინეთთან შეხვედრის შემდეგ 30 ნოემბერს შვეიცარიასთან მოუწევს დაპირისპირება. ილიას ზუროსის შეგირდებს „ევრობასკეტის“ ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ. მიუხედავად ამისა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა უკვე დაამარცხა შვეიცარია (96:88) და სერბეთი (94:90) და E ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

81
თემები:
სპორტის ამბები (936)
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში