ნიკა კაჭარავა

ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ კლუბში გააგრძელებს

47
(განახლებულია 19:41 14.09.2020)
ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო ორი სეზონი კვიპროსზე, „ანორთოსისის“ შემადგენლობაში გაატარა. კლუბის სახელით მან ყველა ტურნირში 50 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ „ლეხში“ გააგრძელებს, ნათქვამია პოზნანის კლუბის ვებ-გვერდზე. 

კაჭარავა პოლონურ კლუბში კვიპროსის „ანორთოსისიდან“ იჯარის უფლებით გადავიდა და ის პოლონური გუნდის ღირსებას 2020/2021 წლის სეზონის ბოლომდე დაიცავს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კლუბი ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვას 250 ათას ევროდ შეძლებს.

„ბედნიერი ვარ, „ლეხში“ გადასვლის შანსი რომ მომეცა. როდესაც „კორონაში“ ვთამაშობდი, პოზნანში თამაშის შესაძლებლობა არ მქონია. ამიტომაც მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როდესაც ამ ულამაზეს სტადიონზე ფანტასტიკური ქომაგების წინაშე ვითამაშებ. „ლეხი“ ავირჩიე, რადგან გუნდი ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და იმედი მაქვს, რომ ამ მიზნების მიღწევაში გუნდის დახმარებას შევძლებ“, – განაცხადა კაჭარავამ.

ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება შეაფასა პოლონური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტომაშ რზასმა.

„ჩვენს კლუბში თავდასხმის სხვადასხვა ხაზი გვაქვს. ნიკა ფიზიკურად ძალზე ძლიერი ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ მისი შეძენით ჩვენ დაბალანსებული შეტევა გვეყოლება“, – აღნიშნა მან. 

Сборная Грузии по футболу. Игра против команды Эстонии. Справа - Ника Качарава
© REUTERS / INTS KALNINS
ქართველი ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში

კაჭარავამ ბოლო ორი სეზონი კვიპროსზე, „ანორთოსისის“ შემადგენლობაში გაატარა. კლუბის სახელით მან ყველა ტურნირში 50 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონატსაც კარგად იცნობს. 2017/2018 წლების სეზონზე კაჭარავა „კორონას“ სახელით ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც 29 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

47
თემები:
სპორტის ამბები (814)

როგორ დაამარცხა თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ - საუკეთესო ფოტოები

42
(განახლებულია 14:06 18.09.2020)
  • ბუკმეიკერები თავდაჯერებულად დებდნენ მოსკოვის „დინამოს“ გამარჯვებაზე, თუმცა „რკინიგზელთა“ მწვრთნელს სხვა გეგმა ქონდა
  • პირველ ტაიმში გუნდები პოზიციებისათვის იბრძოდნენ, აშკარა უპირატესობას ფლობდნენ სტუმრები
  • თამაშში გარდატეხა მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე მოხდა - „ლოკომოტივი“ შეტევაზე გადავიდა
  • 53-ე წუთზე 30 წლის თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ „დინამოს“ კარში გოლი გაიტანა
  • თავდამსხმელმა მეკარე შუნინი მოატყუა და ცარიელი კარის პირისპირ აღმოჩნდა
  • მიუხედავად იმისა, რომ „დინამო“ მთელი ტაიმის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, ანგარიში „ლოკომოტივმა“ გახსნა
  • „ლოკომოტივი“ გოლის გატანას აღნიშნავს
  • „ლოკომოტივი“ ქომაგების გარეშე ხვდებოდა მეტოქეს საკუთარ მოედანზე, რაც ძალიან რთულია, თუმცა ქართველი სპორტსმენები ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდნენ
  • ბურთის გაშვების შემდეგ „დინამოელებმა“ ტემპი გაზარდეს, თუმცა მასპინძლის დაცვამ მათ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია
  • ნოვიკოვს ესმოდა, რომ თამაშის გამწვავება იყო საჭირო და მოთამაშეების შეცვლა დაიწყო
  • ჟურნალისტები, წესების თანახმად, ერთ კონკრეტულ ირჩევდნენ, მათთვის გადაადგილება არ შეიძლებოდა
  • „ლოკომოტივი“ „დინამოს“ თავისივე იარაღით შეებრძოლა - უამრავი მცირედი და ტაქტიკური ფოლი. ეს ცვლის განწყობას და შემართებას, რაც თამაშზე აისახება
  • შონიას ძლიერად დარტყმული ბურთი შუნინმა ვერ დააფიქსირა, დამატებაზე კი შესანიშნავად ითამაშა შეცვლაზე შემოსულმა გავაშელიშვილმა
  • მეტოქეები პირისპირ
  • „ლოკომოტივის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის მორიგი სეივი. ის მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა
  • „დინამომ“ ძირითადი დროის ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა გაიტანა, დამატებითი ხუთი წუთის ხარჯზე კი ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, თუმცა უშედეგოდ
  • საფინალო სასტვენი - 2:1!!! ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა ახლა სტადიონზე, ტრიბუნებზე რომ გულშემატკივრები ყოფილიყვნენ
  • გამარჯვება
  • სიხარულისგან მოედანზე სირბილი დაიწყეს, და მიუხედავად აკრძალვისა, მოთამაშეები ერთმანეთს ეხვეოდნენ და გაამრჯვებას ასე ზეიმობდნენ
  • ახლა „ლოკომოტივს“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი ელის წინ, სადაც მისი მოწინააღმდეგე ესპანური „გრანადა“ იქნება. მატჩი 24 სექტემბერს ესპანეთში გაიმართება
თბილისის „ლოკომოტივმა“ უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში მატჩის სურათები

უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის მატჩი დასრულდა ანგარიშით 2:1 მასპინძლების სასარგებლოდ - მიუხედავად პროგნოზებისა. სპორტის ექსპერტები ქართველებს წაგებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ „დინამომ“ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო ძირითადი დროის ბოლო წუთზე.

რეგულაციებისა და უეფა-ს რეკომენდაციების შესაბამისად სტადიონზე გულშემატკივრები არ იმყოფებოდნენ, თუმცა ქალაქის ქუჩები ორი საათის განმავლობაში დაცარიელდა და ყველა ტელევიზორს მიეჯაჭვა. „ლოკომოტივმა“ და  მისმა გულშემატკივრებმა გამარჯვება იზეიმეს.

42
  • ბუკმეიკერები თავდაჯერებულად დებდნენ მოსკოვის „დინამოს“ გამარჯვებაზე, თუმცა „რკინიგზელთა“ მწვრთნელს სხვა გეგმა ქონდა
    © Sputnik / STRINGER

    ბუკმეიკერები თავდაჯერებულად დებდნენ მოსკოვის „დინამოს“ გამარჯვებაზე, თუმცა „რკინიგზელთა“ მწვრთნელს სხვა გეგმა ქონდა

  • პირველ ტაიმში გუნდები პოზიციებისათვის იბრძოდნენ, აშკარა უპირატესობას ფლობდნენ სტუმრები
    © Sputnik / STRINGER

    პირველ ტაიმში გუნდები პოზიციებისათვის იბრძოდნენ, აშკარა უპირატესობას ფლობდნენ სტუმრები

  • თამაშში გარდატეხა მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე მოხდა - „ლოკომოტივი“ შეტევაზე გადავიდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თამაშში გარდატეხა მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე მოხდა - „ლოკომოტივი“ შეტევაზე გადავიდა

  • 53-ე წუთზე 30 წლის თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ „დინამოს“ კარში გოლი გაიტანა
    © Sputnik / STRINGER

    53-ე წუთზე 30 წლის თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ „დინამოს“ კარში გოლი გაიტანა

  • თავდამსხმელმა მეკარე შუნინი მოატყუა და ცარიელი კარის პირისპირ აღმოჩნდა
    © Sputnik / STRINGER

    თავდამსხმელმა მეკარე შუნინი მოატყუა და ცარიელი კარის პირისპირ აღმოჩნდა

  • მიუხედავად იმისა, რომ „დინამო“ მთელი ტაიმის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, ანგარიში „ლოკომოტივმა“ გახსნა
    © Sputnik / STRINGER

    მიუხედავად იმისა, რომ „დინამო“ მთელი ტაიმის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, ანგარიში „ლოკომოტივმა“ გახსნა

  • „ლოკომოტივი“ გოლის გატანას აღნიშნავს
    © Sputnik / STRINGER

    „ლოკომოტივი“ გოლის გატანას აღნიშნავს

  • „ლოკომოტივი“ ქომაგების გარეშე ხვდებოდა მეტოქეს საკუთარ მოედანზე, რაც ძალიან რთულია, თუმცა ქართველი სპორტსმენები ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდნენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    „ლოკომოტივი“ ქომაგების გარეშე ხვდებოდა მეტოქეს საკუთარ მოედანზე, რაც ძალიან რთულია, თუმცა ქართველი სპორტსმენები ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდნენ

  • ბურთის გაშვების შემდეგ „დინამოელებმა“ ტემპი გაზარდეს, თუმცა მასპინძლის დაცვამ მათ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ბურთის გაშვების შემდეგ „დინამოელებმა“ ტემპი გაზარდეს, თუმცა მასპინძლის დაცვამ მათ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია

  • ნოვიკოვს ესმოდა, რომ თამაშის გამწვავება იყო საჭირო და მოთამაშეების შეცვლა დაიწყო
    © Sputnik / STRINGER

    ნოვიკოვს ესმოდა, რომ თამაშის გამწვავება იყო საჭირო და მოთამაშეების შეცვლა დაიწყო

  • ჟურნალისტები, წესების თანახმად, ერთ კონკრეტულ ირჩევდნენ, მათთვის გადაადგილება არ შეიძლებოდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ჟურნალისტები, წესების თანახმად, ერთ კონკრეტულ ირჩევდნენ, მათთვის გადაადგილება არ შეიძლებოდა

  • „ლოკომოტივი“ „დინამოს“ თავისივე იარაღით შეებრძოლა - უამრავი მცირედი და ტაქტიკური ფოლი. ეს ცვლის განწყობას და შემართებას, რაც თამაშზე აისახება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    „ლოკომოტივი“ „დინამოს“ თავისივე იარაღით შეებრძოლა - უამრავი მცირედი და ტაქტიკური ფოლი. ეს ცვლის განწყობას და შემართებას, რაც თამაშზე აისახება

  • შონიას ძლიერად დარტყმული ბურთი შუნინმა ვერ დააფიქსირა, დამატებაზე კი შესანიშნავად ითამაშა შეცვლაზე შემოსულმა გავაშელიშვილმა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    შონიას ძლიერად დარტყმული ბურთი შუნინმა ვერ დააფიქსირა, დამატებაზე კი შესანიშნავად ითამაშა შეცვლაზე შემოსულმა გავაშელიშვილმა

  • მეტოქეები პირისპირ
    © Sputnik / STRINGER

    მეტოქეები პირისპირ

  • „ლოკომოტივის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის მორიგი სეივი. ის მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    „ლოკომოტივის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის მორიგი სეივი. ის მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა

  • „დინამომ“ ძირითადი დროის ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა გაიტანა, დამატებითი ხუთი წუთის ხარჯზე კი ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, თუმცა უშედეგოდ
    © Sputnik / STRINGER

    „დინამომ“ ძირითადი დროის ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა გაიტანა, დამატებითი ხუთი წუთის ხარჯზე კი ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, თუმცა უშედეგოდ

  • საფინალო სასტვენი - 2:1!!! ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა ახლა სტადიონზე, ტრიბუნებზე რომ გულშემატკივრები ყოფილიყვნენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    საფინალო სასტვენი - 2:1!!! ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა ახლა სტადიონზე, ტრიბუნებზე რომ გულშემატკივრები ყოფილიყვნენ

  • გამარჯვება
    © Sputnik / STRINGER

    გამარჯვება

  • სიხარულისგან მოედანზე სირბილი დაიწყეს, და მიუხედავად აკრძალვისა, მოთამაშეები ერთმანეთს ეხვეოდნენ და გაამრჯვებას ასე ზეიმობდნენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სიხარულისგან მოედანზე სირბილი დაიწყეს, და მიუხედავად აკრძალვისა, მოთამაშეები ერთმანეთს ეხვეოდნენ და გაამრჯვებას ასე ზეიმობდნენ

  • ახლა „ლოკომოტივს“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი ელის წინ, სადაც მისი მოწინააღმდეგე ესპანური „გრანადა“ იქნება. მატჩი 24 სექტემბერს ესპანეთში გაიმართება
    © Sputnik / STRINGER

    ახლა „ლოკომოტივს“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი ელის წინ, სადაც მისი მოწინააღმდეგე ესპანური „გრანადა“ იქნება. მატჩი 24 სექტემბერს ესპანეთში გაიმართება

კირილ ნოვიკოვი

მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელმა თბილისში მარცხის მიზეზები განმარტა

54
(განახლებულია 16:39 18.09.2020)
კირილ ნოვიკოვის განცხადებით, მისმა გუნდმა დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვა, რამაც მთლიანობაში თამაშის ბედი გადაწყვიტა.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა უეფას „ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში თბილისის „ლოკომოტივთან“ ჩატარებულ მატჩში, რომელიც ქართველი ფეხბურთლების გამარჯვებით დასრულდა – 2:1, მისი გუნდის წარუმატებლობა შეაფასა. 

მატჩი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გუშინ გაიმართა. „ლოკომოტივის“ შემადგენლობიდან გოლები გაიტანეს ირაკლი სიხარულიძემ (54-ე წუთზე) და მამია გავაშელიშვილმა (76-ე წუთზე). „დინამოდან“ კი ნიკოლაი კომლიჩენკომ (90-ე წუთზე პენალტით).

„თამაში ჩვენი უპირატესობით მიდიოდა. „ლოკომოტივმა“ კი თავისი ძლიერი მხარეები გამოიყენა – თამაშობდა კომპაქტურად, სწრაფად გადადიოდა დაცვიდან შეტევაზე. მოწინააღმდეგემ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები. დავძენ, დაცვაში გარკვეულ მომენტებში საშინლად ვითამაშეთ. ეს კი ჩვენი დამარცხების მიზეზი გახდა“, – განაცხადა „დინამოს“ მწვრთნელმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

Матч Лиги Европы между тбилисским ФК “Локомотив” и московским ФК “Динамо” на стадионе им. Михаила Месхи-2
© Sputnik / STRINGER
მოსკოვის „დინამო“ თბილისის „ლოკომოტივთან“ ანგარიშით 2:1 დამარცხდა

ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ შეიძლება საუბარი იმის შესახებ, თითქოს მოწინააღმდეგე სათანადოდ ვერ შეაფასეს.

„სათანადოდ არ შევაფასეთ – ეს სრული სისულელეა. ჩვენ ძალზე სერიოზულად მივუდექით მოწინააღმდეგეს. „ლოკომოტივი“ კარგი, სწრაფი გუნდია. ვერ ვიტყვი, რომ სათანადოდ არ შევაფასეთ მეტოქე. ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით, მაგრამ ჩვენი შანსების რეალიზება ვერ მოვახდინეთ. დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით – ზოგ ეპიზოდში მოწინააღმდეგე გვაიძულებდა შეცდომის დაშვებას, ზოგიერთ მომენტში ჩვენით დავუშვით. ყოველივე ამან მთლიანობაში ამ შედეგამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა ნოვიკოვმა. 

მოსკოვის „დინამო“ „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ მატჩში გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა. პირველ ტაიმში თამაშის უპირატესობა მათ მხარეზე იყო და გოლის გატანის ორი კარგი მომენტიც ჰქონდათ. თუმცა, უდავოდ შექების ღირსია „ლოკომოტივის“ ახალგაზრდა მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა. 54-ე წუთზე თბილისის გუნდს პირველი გოლი ირაკლი სიხარულიძემ, მეორე გოლი კი 22 წუთის შემდეგ მამია გავაშელიშვილმა მოუტანეს. ორივე გოლი „დინამოს“ დაცვისა და რუსეთის ნაკრების მეკარის ანტონ შუნინის შეცდომის დამსახურებაა.

ერთადერთი, რითიც სტუმრებმა პასუხის გაცემა შეძლეს მასპინძლებისთვის, 90-ე წუთზე ნიკოლაი კომლიჩენკოს გატანილი პენალტი იყო.

უეფას „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქე ესპანური „გრანადა“ იქნება. მატჩი ესპანეთში 24 სექტემბერს გაიმართება.

54
თემები:
სპორტის ამბები (814)
პოლიცია

სამართალდამცველები 41 წლის მამაკაცს ეძებენ

0
(განახლებულია 16:45 18.09.2020)
მამაკაცს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება

 

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველები უგზოუკვლოდ დაკარგულ 41 წლის ამირან გაფრინდაშვილს ეძებენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, მამაკაცი თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობს. მას  ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

სამართალდამცავ უწყებაში  მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 12 აგვისტოს შევიდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს,  აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში