ფეხბურთი. „როტორი“ - „სპარტაკი“

ორ ქართველ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

88
(განახლებულია 14:29 13.09.2020)
ბექა მიქელთაძისა და ნიკა ყიფიანის გარდა კორონავირუსის „როტორის“ კიდევ ხუთ ფეხბურთელს დაუდასტურდა, ამის გამო მატჩი „კრასნოდართან“ გადაიდო

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. რუსული პრემიერ-ლიგის მეშვიდე ტურის მატჩი ვოლგოგრადის „როტორსა“ და „კრასნოდარს“ შორის არ შედგება - ვოლგოგრადის კლუბის ერთბაშად შვიდ ფეხბურთელს, მათ შორის ბექა მიქელთაძესა და ნიკა ყიფიანს კორონავირუსი დაუდგინდათ, ამის შესახებ ვოლგოგრადის კლუბის განცხადებაშია ნათქვამი.

„ბოლო ტესტირების შედეგებმა აჩვენა დადებითი პასუხი ძირითადი შემადგენლობის შვიდ მოთამაშესთან და ადმინისტრაციული შტაბის ორ წევრთან. ყველამ მათგანმა ჩააბარა განმეორებით ანალიზი და გუნდისგან იზოლირებულია. დადებითი შედეგები გამოუვლინდა ილია ჟიგულიოვს, ალექსანდრ საპლინოვს, ბექა მიქელთაძეს, კამილ მილინს, ნიკა ყიფიანს, აზატ ბაირიევსა და ალექსანდრ დოვბნიას“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

როგორც კლუბის ხელმძღვანელობაში აღნიშნეს, გუნდისთვის პრიორიტეტულია ფეხბურთელების და პერსონალის ჯანმრთელობა, ასევე შეჯიბრებების გამართვის უსაფრთხოება.

რუსული პრემიერ-ლიგის მეშვიდე ტურის მატჩი ვოლგოგრადის „როტორსა“ და „კრასნოდარს“ შორის 13 სექტემბერს იყო დანიშნული.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს - ავსტრიის „შტურმის“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს დაუდასტურდა.

88
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1158)
ზაზა ნადირაძე

ქართველმა კანოისტმა მსოფლიო თასის ეტაპზე ვერცხლი მოიპოვა

24
(განახლებულია 15:38 28.09.2020)
უფრო ადრე ქართველი კანოისტი უნგრეთის ქალაქ სეგედში ორ შეჯიბრებაში ვიცე-ჩემპიონი გახდა – 2017 და 2018 წლებში.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს თასის ეტაპზე 200-მეტრიან დისტანციაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. შეჯიბრება უნგრეთის ქალაქ სეგედში გაიმართა.

ნადირაძემ დისტანცია 40,38 წამში დაფარა და 0,29 წამით ჩამორჩა რუსეთის წარმომადგენელ ივან შტილს, რომელიც შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. მესამე ადგილზე ესპანელი ალფონსო ბენავიდესი გავიდა (40,39).

ნადირაძისთვის სეგედში მსოფლიო თასის ეტაპზე ეს უკვე მესამე ვერცხლია. უფრო ადრე ის ასევე ვიცე-ჩემპიონი 2017 და 2018 წლებში გახდა.

გასულ 2019 წელს იმავე სეგედში ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

24
თემები:
სპორტის ამბები
ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი

ქართველმა სუმოისტმა აკი ბაშოს შემოდგომის ტურნირი წაგებით დაასრულა

69
(განახლებულია 16:16 27.09.2020)
ტოჩინოშინმა შემოდგომის აკი ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა - ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე ექვსი მოგება და ცხრა წაგებაა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, შემოდგომის აკი ბაშოზე ასპარეზობა მორიგი წაგებით დაასრულა.

ტურნირის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა ჰოკუტოფუძისთან დამარცხდა.

ტოჩინოშინმა შემოდგომის აკი ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა - ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე ექვსი მოგება და ცხრა წაგებაა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების ახალ რეიტინგში გორგაძე ერთი რანგით დაქვეითდება.

რაც შეეხება შემოდგომის ტურნირს, იმპერატორის თასი პირველად თავის კარიერაში მოიპოვა სეკივაკე სიოდაიმ, რომელიც ხვალიდან ოძეკის ტიტულს მიიღებს.

იმპერატორის თასზე მომდევნო ტურნირი - კიუსიუ ბაშო - ტოკიოში ნოემბერში გაიმართება.

69
თემები:
სპორტის ამბები
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: გარკვეული პერიოდი კორონავირუსის შემთხვევები 200-500-ის ფარგლებში იმერყევებს

0
(განახლებულია 14:11 28.09.2020)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე საუბრობს საქართველოში მიმდინარე ეპიდსიტუაციაზე
გამყრელიძე: გარკვეული პერიოდი კორონავირუსის შემთხვევები 200-500-ის ფარგლებში იმერყევებს
„სამწუხაროდ, გვაქვს 31 გარდაცვალება. ქვეყანაში სიკვდილიანობის მთლიანი პროცენტი არის 0.56, ერთ-ერთი ყევალზე დაბალი მაჩვენებლი გვაქვს ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზირებადი იყო, რომ სექტემბერში შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა, შესაბამისად მოიმატებდა საშუალო და მძიმე, მათ შორის კრიტიკული შემთხვევები. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ სამწუხაროდ, მედიცინაში ეს ხდება, თუმცა შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო გადავიდა იმ მოდელზე, როცა აქტიურად ერთვება პირველადი ჯანდაცვა, ხდება მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების სახლში მკურნალობა.

0