WADA-ს ოფისი

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო აკრძალულ ნივთიერებათა სიას განაახლებს

50
(განახლებულია 14:13 12.09.2020)
WADA 14 და 15 სექტემბერს იმსჯელებს მიმდინარე ამოცანებსა და გამოწვევებზე, ასევე ანტიდოპინგურ სისტემაზე კორონავირუსის გავლენას განიხილავს

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა 14-15 სექტემბერს ონლაინ-ფორმატში გაიმართება, განაცხადეს ორგანიზაციის პრესსამსახურში.

სხდომის მთავარი თემაა - აკრძალული ნივთიერებების და მეთოდების განახლებული სიის დამტკიცება, საერთაშორისო სტანდარტი ლაბორატორიებისთვის და საერთაშორისო სტანდარტი პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.

წინასწარი მონაცემებით, ექსპერტები განიხილავენ იმას, თუ რა გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ანტიდოპინგურ სისტემაზე. იგეგმება ორგანიზაციის 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა, რომელიც ნოემბერში დამფუძნებელთა საბჭოს წარედგინება.

გარდა ამისა, აღმასკომის წევრებმა უნდა განიხილონ 2020 წლის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და სხვა საკითხები.

50
თემები:
სპორტის ამბები (821)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილის კრიზისი გრძელდება: საქართველოს პირველი ჩოგანი ისევ დამარცხდა

50
(განახლებულია 20:02 22.09.2020)
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ ბასილაშვილმა შვიდი მატჩი წააგო ისე, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ უკვე მეშვიდედ წააგო.

ჰამბურგის ტურნირის პირველივე წრეში (Hamburg European Open) ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან (11) ორ სეტში დამარცხდა. მატჩს საათ-ნახევარზე ნაკლები დრო დასჭირდა.

ქართველ ჩოგბურთელს ჰქონდა გარკვეული შანსები, თუმცა თავად მან მისცა ბაუტისტა-აგუტს ოთხი ბრეიკის გაკეთების საშუალება. ამან კი საბოლოოდ მისი დამარცხება გამოიწვია.

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირების ბოლო ორი წლის გამარჯვებული იყო. ამჯერად მან ვერ შეძლო თავისი ტიტულის დაცვა და 500 სარეიტინგო ქულა დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც 28 სექტემბერს გამოქვეყნდება, ბასილაშვილი 33-ე ადგილიდან დაახლოებით მე-60 პოზიციაზე გადაინაცვლებს.

საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო იყო შეჩერებული, ბასილაშვილმა შვიდი მატჩი წააგო ისე, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.

ბასილაშვილს ბრალი არ დამძიმებია: გენპროკურატურა ინფორმაციას უარყოფს>>

შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილის ასეთი უსახური თამაში ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებულ ვითარებას უკავშირდება. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში სპორტსმენს, როგორც ჩანს, უჭირს ჩოგბურთზე კონცენტრირება.

50
თემები:
სპორტის ამბები (821)
ჯაბა კანკავა

ორი ქართველი ფეხბურთელი ყაზახეთის „ტობოლს“ დატოვებს

43
(განახლებულია 17:14 22.09.2020)
ყაზახური „ტობოლის“ ხელმძღვანელობას 34 წლის კანკავასა და 28 წლის კვეკვესკირის ნაცვლად უფრო ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელების მიწვევა სურს.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ორი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი, რომლებიც ყაზახეთის „ტობოლში“ გამოდიან, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებენ. ინფორმაცია ამის თაობაზე ყაზახურ მასმედიაში ვრცელდება.

ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ კლუბში გააგრძელებს>>

ცნობილია, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ უკვე მოამზადა იმ მოთამაშეების სია, რომლებიც კლუბს სეზონის დამთავრების შემდეგ დატოვებენ. ამ სიაში ბევრი ფეხბურთელი არაა, მაგრამ არის ორივე ქართველი მოთამაშე. 34 წლის კანკავასა და 28 წლის კვეკვესკირის ნაცვლად „ტობოლის“ ხელმძღვანელობას გუნდში უფრო ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელების მიწვევა უნდა.

კანკავა, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანია, „ტობოლში“ 2018 წლის იანვარში ფრანგული „რეიმსიდან“ გადავიდა. ნახევარმცველმა ყაზახურ კლუბში 75 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ერთი შედეგიანი გადაცემა.

რაც შეეხება კვეკვესკირს, ის „ტობოლში“ აზერბაიჯანული „გაბალიდან“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. ქართველმა ფეხბურთელბა „ტობოლის“ შემადგენლობაში ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა.

ყაზახეთის ამჟამინდელ ჩემპიონატში რვა ტურის შემდეგ „ტობოლს“ 13 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი უკავია.

43
თემები:
სპორტის ამბები (821)
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

0
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა