ლერი ხაბელოვი

ლერი ხაბელოვი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

98
(განახლებულია 20:05 11.09.2020)
ხაბელოვი აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი სხდომის 117–ვე დელეგატმა დაუჭირა.

თბილისი, 11 სექტემბერი  – Sputnik. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი თანამდებობაზე მესამე ვადით აირჩიეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

ხაბელოვი აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი სხდომის 117–ვე დელეგატმა დაუჭირა.

ვიცე–პრეზიდენტების პოსტები ასევე შეინარჩუნეს ელგუჯა ბერიშვილმა, მამუკა ხაბარელმა და ნინო სალუქვაძემ. ასევე თანამდებობა შეინარჩუნა ორგანიზაციის გენმდივანმა ემზარ ბერიშვილმა.

ხაბელოვი არის თავისუფალი სტილით მოჭიდავე  100კგ–მდე წონით კატეგორიაში; 1992 წლის (ბარსელონა) ოლიმპიური ჩემპიონი და სეულის თამაშების (1988) ვერცხლის პრიზიორი;  მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი.

98
თემები:
სპორტის ამბები (821)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილის კრიზისი გრძელდება: საქართველოს პირველი ჩოგანი ისევ დამარცხდა

109
(განახლებულია 20:02 22.09.2020)
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ ბასილაშვილმა შვიდი მატჩი წააგო ისე, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ უკვე მეშვიდედ წააგო.

ჰამბურგის ტურნირის პირველივე წრეში (Hamburg European Open) ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან (11) ორ სეტში დამარცხდა. მატჩს საათ-ნახევარზე ნაკლები დრო დასჭირდა.

ქართველ ჩოგბურთელს ჰქონდა გარკვეული შანსები, თუმცა თავად მან მისცა ბაუტისტა-აგუტს ოთხი ბრეიკის გაკეთების საშუალება. ამან კი საბოლოოდ მისი დამარცხება გამოიწვია.

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირების ბოლო ორი წლის გამარჯვებული იყო. ამჯერად მან ვერ შეძლო თავისი ტიტულის დაცვა და 500 სარეიტინგო ქულა დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც 28 სექტემბერს გამოქვეყნდება, ბასილაშვილი 33-ე ადგილიდან დაახლოებით მე-60 პოზიციაზე გადაინაცვლებს.

საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო იყო შეჩერებული, ბასილაშვილმა შვიდი მატჩი წააგო ისე, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.

ბასილაშვილს ბრალი არ დამძიმებია: გენპროკურატურა ინფორმაციას უარყოფს>>

შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილის ასეთი უსახური თამაში ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებულ ვითარებას უკავშირდება. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში სპორტსმენს, როგორც ჩანს, უჭირს ჩოგბურთზე კონცენტრირება.

109
თემები:
სპორტის ამბები (821)
ჯაბა კანკავა

ორი ქართველი ფეხბურთელი ყაზახეთის „ტობოლს“ დატოვებს

48
(განახლებულია 17:14 22.09.2020)
ყაზახური „ტობოლის“ ხელმძღვანელობას 34 წლის კანკავასა და 28 წლის კვეკვესკირის ნაცვლად უფრო ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელების მიწვევა სურს.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ორი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი, რომლებიც ყაზახეთის „ტობოლში“ გამოდიან, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებენ. ინფორმაცია ამის თაობაზე ყაზახურ მასმედიაში ვრცელდება.

ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ კლუბში გააგრძელებს>>

ცნობილია, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ უკვე მოამზადა იმ მოთამაშეების სია, რომლებიც კლუბს სეზონის დამთავრების შემდეგ დატოვებენ. ამ სიაში ბევრი ფეხბურთელი არაა, მაგრამ არის ორივე ქართველი მოთამაშე. 34 წლის კანკავასა და 28 წლის კვეკვესკირის ნაცვლად „ტობოლის“ ხელმძღვანელობას გუნდში უფრო ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელების მიწვევა უნდა.

კანკავა, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანია, „ტობოლში“ 2018 წლის იანვარში ფრანგული „რეიმსიდან“ გადავიდა. ნახევარმცველმა ყაზახურ კლუბში 75 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ერთი შედეგიანი გადაცემა.

რაც შეეხება კვეკვესკირს, ის „ტობოლში“ აზერბაიჯანული „გაბალიდან“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. ქართველმა ფეხბურთელბა „ტობოლის“ შემადგენლობაში ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა.

ყაზახეთის ამჟამინდელ ჩემპიონატში რვა ტურის შემდეგ „ტობოლს“ 13 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი უკავია.

48
თემები:
სპორტის ამბები (821)
ნინა სუბლატი

„20 კილოგრამი მოვიმატე...“- ნინა სუბლატის აღიარება და არასასურველ წონასთან ბრძოლა

0
(განახლებულია 13:28 23.09.2020)
ნინა სუბლატმა თაყვანისმცემლების კითხვებს გულახდილად უპასუხა. რას წერს არტისტი მშობიარობის შემდგომ პერიოდზე?

ნინა სუბლატს პირველი შვილი 26 აგვისტოს შეეძინა. „არ ვიცი, ვიღაც პატარა ბავშვია ჩემთან მოსული“ – ამ წარწერით პოსტი არტისტმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. ნინა სუბლატი ვარსკვლავურ ტრენდს არ აჰყვა და შვილის სახე პირველივე დღეს გამოაჩინა.

View this post on Instagram

მემგონი კალათბურთის ბურთი გავაკეთე 🤔

A post shared by XXXXXX (@xshamanax) on

წყვილს ბიჭი შეეძინა და მას ალექსანდრე დაარქვეს. მომღერალმა ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე ემოციური პოსტი დაწერა. მათ შორის თაყვანისმცემლებისთვის გამოკითხვა ჩაატარა. ის ამ ტიპის კომუნიკაციას „ფოლოვერებთან“ არ წყვეტს. ამჯერად, გულშემატკივრებს საშუალება მისცა, რათა მათ საინტერესო კითხვები დაესვათ. აღმოჩნდა, რომ ნინამ ფეხმძიმობის პერიოდში 20 კილოგრამი მოიმატა.

View this post on Instagram

A post shared by XXXXXX (@xshamanax) on

არტისტმა აღნიშნა, რომ მომატებული კილოგრამების ნახევარი საკუთარი მეთოდით და ძალებით მოიშორა. ახლა 10 არასასურველი კილოგრამი დარჩა, რასაც ეტაპობრივად ერკინება. ახალბედა დედამ ჭარბი კილოგრამების  შესახებ Instagam- ზე დაწერა. „ეს ეტაპი არც ისე რთული აღმოჩნდა. ყველაფერი ხან რთულია და ხან მარტივი, მათ შორის ესეც...“, - წერს ნინა.

წარმატებული მომღერალი ფეხმძმობის პერიოდში დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მან საკუთარ თავში ძალა იპოვა და კომპოზიტორი მეუღლის დახმარებით ფეხმძიმობამ ჰარმონიულად ჩაიარა. კორონავირუსის გავრცელების დროს მისი ნათესავი დაინფიცირდა, რის გამოც ნინა სუბლატი რამდენიმე კვირის მანძილზე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. „გილოცავ, დედიკოსავით ლამაზი იქნება!“, „გილოცავ! იმედია, ლამაზი თვალებით დედიკოს დაემსგავსება...“, „გილოცავთ! ნეტა შენნაირი სასწაული თვალები აქვს?“ – ასე ულოცავენ „ფოლოვერები“ და ნინას ერთგული გულშემატკივრები მომღერალს.

View this post on Instagram

A post shared by XXXXXX (@xshamanax) on

ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრავაგანტული მომღერალი დედობისთვის დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა და ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა. მის თითოეულ ახალ პოსტზე უამრავ პოზიტიურ გამოხმაურებას წააწყდებით როგორც უცნობი, ასევე ცნობილი ადამიანებისგან. სუბლატისა და შამანაურის დუეტი დიდ ინტერესს იწვევს.

View this post on Instagram

მამაცი🐣 Photo by @sopio_t

A post shared by XXXXXX (@xshamanax) on

როგორც თავად შემსრულებელმა დაწერა, მათი შვილი „შამანისა და ჯადოქრის“ შერწყმის შედეგია. ასე უწოდებს ქმარს და საკუთარ თავს ახალგაზრდა მომღერალი. ცოტა ხნის წინ ნინამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ექოსკოპიის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მის შვილს საოცარი პროფილი აქვს. ასეც აღმოჩნდა, პატარა ბიჭუნა ნამდვილად ძალიან საყვარელია. ამას ნინას და გიორგის მეგობრებიც აღნიშნავენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება