საქართველოს რაგბის ნაკრები შოტლანდიასთან ტესტ-მატჩს გამართავს

© Facebook / Georgian Rugbyსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ერთმანეთს უკვე ოთხჯერ დაუპირისპირდნენ და ოთხჯერვე „ნარშავებმა“ მოიგეს.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ოქტომბერში შოტლანდიის გუნდის წინააღმდეგ ტესტ-მატჩს გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ შოტლანდიის რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გუნდები ერთმანეთს 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდის“ სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები რვა ერის თასზე იასპარეზებს

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ერთმანეთს უკვე ოთხჯერ შეხვდნენ და გამარჯვება ოთხჯერვე „ნარშავებს“ ერგო. შოტლანდია იყო „ექვსი ერის“ წარმომადგენელი პირველი გუნდი, რომელმაც თბილისში ითამაშა. გასული წლის აგვისტოში გამართულ ტესტ-მატჩში სკოტებმა „ბორჯღალოსნები“ 44:10 დაამარცხეს.

23 ოქტომბრის ტესტ-მატჩის შემდეგ, 1 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში რუსეთის გუნდს შეხვდება ევროპის ერთა თასის დასკვნით თამაშში. ეს მატჩი 14 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიტანეს.

რაგბი: საქართველო VS რუსეთი – ცნობილი გახდა მატჩის ჩატარების თარიღი და ადგილი>>

ნოემბრის შუა რიცხვებიდან კი საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ასპარეზობას დაიწყებენ ახალ ექსპერიმენტულ ტურნირზე „შემოდგომის ერთა თასი 2020“. თამაშები ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის სტადიონებზე გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0