სტადიონი „დინამო არენა

რა საერთო აქვთ კალაძეს, კობიაშვილსა და სტალინს, ანუ ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს შესახებ

96
(განახლებულია 20:35 08.09.2020)
„მოვედით, რომ არ წავაგოთ“ – ასეთი განწყობით ჩამოვიდა დღეს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები, რომელიც სულ მალე შეხვდება საქართველოს ნაკრებს.

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. მაკედონიურმა გამოცემა Sportmedia-მ გამოაქვეყნა სტატია საქართველოს, ფეხბურთისა და ქვეყნის ისტორიის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის ერთა ლიგის მატჩის წინ, რომელიც დღეს, საღამოს თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართება.

პუბლიკაციის ავტორი სტატიის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები პირველად არის თბილისში, სადაც „საკმაოდ უხერხული მეტოქე“ ეყოლება.

ქართულ თანამედროვე ფეხბურთზე საუბრისას მაკედონიელები მაშინვე იხსენებენ თბილისის მერს, წარსულში კი იტალიური „მილანის“ ფეხბურთელს კახა კალაძეს.

„ფეხბურთი ნომერი პირველი სპორტია თბილისში – მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქში, რომლის მერიც კახა კალაძეა – ლეგენდარული ქართველი, რომელმაც „მილანში“ მრავალი წელი გაატარა, ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი. მან წესრიგში მოიყვანა დედაქალაქი, რომელიც ძველი და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიიდან ირკვევა, მაკედონიელები ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას თვალს ადევნებენ ერთა ლიგის კუთხით და აღნიშნავენ პროგრესს, რომელსაც ლევან კობიაშვილის სახელს უკავშირებენ.

„ფეხბურთის მთავარი არქიტექტორი ამჟამად ლევან კობიაშვილია. მასთან ერთად იწყება ახალი საფეხბურთო საქართველო, რომელიც დიდ თანხებს დებს ფეხბურთის აკადემიაში და ახალგაზრდულ გუნდებში. კარგი შედეგების ჩვენება საქართველომ სლოვაკი ვაისის მოსვლის შემდეგ დაიწყო. საქართველო და თბილისი რაღაცით მაკედონიას ჰგავს. ჩვენსავით ამჟამინდელი მასპინძლები მოუთმენლად ელოდებიან ერთა ლიგის ფინალურ მატჩებს“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი „დინამოს“ სტადიონის ისტორიასაც იხსენებს, როდესაც დედაქალაქის კლუბი 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, და, რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს – იოსებ სტალინს.

„როგორც ცნობილია, სსრკ-ის ლიდერი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინი იყო, რკინის კაცი საქართველოდან. ესაა ისტორია, სპორტი და მოკლე ანგარიში თბილისის შესახებ. ქალაქის, სადაც დღეს საქართველოს ნაკრებს ვეთამაშებით ერთა ლიგის მეორე მატჩში. ჩვენ მოვედით, რომ არ წავაგოთ!“ – აღნიშნულია სტატიაში.

მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის ფარგლებში დღეს, 8 სექტემბერს თბილისში, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

96
თემები:
სპორტის ამბები (827)
ზაზა ნადირაძე

ქართველმა კანოისტმა მსოფლიო თასის ეტაპზე ვერცხლი მოიპოვა

20
(განახლებულია 12:47 28.09.2020)
უფრო ადრე ქართველი კანოისტი უნგრეთის ქალაქ სეგედში ორ შეჯიბრებაში გახდა ვიცე–ჩემპიონი– 2017 და 2018 წლებში

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს თასის ეტაპზე 200–მეტრიან დისტანციაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. შეჯიბრება უნ გრეთის ქალაქ სეგედში გაიმართა.

ნადირაძემ დისტანცია 40,38 წამში გადალახა და 29 მეასედით დაუთმო რუსეთის წარმომადგენელ ივან შტილს, რომელიც შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. მესამე ადგილზე ესოანელი ალფონსო ბენავიდესი გავიდა (40,39).

ნადირაძისთვის სეგედში მსოფლიო თასის ეტაპზე ეს უკვე მესამე ვერცხლია. უფრო ადრე ის ვიცე–ჩემპიონი 2017 და 2018 წლებში გახდა.

გასულ 2019 წელს იმავე სეგედში ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო.

20
თემები:
სპორტის ამბები (827)
ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი

ქართველმა სუმოისტმა აკი ბაშოს შემოდგომის ტურნირი წაგებით დაასრულა

69
(განახლებულია 16:16 27.09.2020)
ტოჩინოშინმა შემოდგომის აკი ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა - ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე ექვსი მოგება და ცხრა წაგებაა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, შემოდგომის აკი ბაშოზე ასპარეზობა მორიგი წაგებით დაასრულა.

ტურნირის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა ჰოკუტოფუძისთან დამარცხდა.

ტოჩინოშინმა შემოდგომის აკი ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა - ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე ექვსი მოგება და ცხრა წაგებაა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების ახალ რეიტინგში გორგაძე ერთი რანგით დაქვეითდება.

რაც შეეხება შემოდგომის ტურნირს, იმპერატორის თასი პირველად თავის კარიერაში მოიპოვა სეკივაკე სიოდაიმ, რომელიც ხვალიდან ოძეკის ტიტულს მიიღებს.

იმპერატორის თასზე მომდევნო ტურნირი - კიუსიუ ბაშო - ტოკიოში ნოემბერში გაიმართება.

69
თემები:
სპორტის ამბები (827)
მიკროფონი

მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა

0
(განახლებულია 14:04 28.09.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე საუბრობს საქართველოში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა
„აჭარაში გამოვლინდა შემთხვევების 72 პროცენტი, რაც არის 175 შემთხვევა, იმერეთში -9 პროცენტი - 38 ახალი შემთხვევა, თბილისში 7 პროცენტი - 32 შემთხვევა, გურიაში – 16 შემთხვევა, სამეგრელო ზემო-სვანეთში -14, სამცხე ჯავახეშთი – 11, ქვემო ქართლში – შვიდი, კახეთში – ოთხი. გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი აჭარაში 65 წლის და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისში გარდაიცვალა ერთი ქალბატონი 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 ათას 500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

0