ოქსანა კალაშნიკოვა

ქართველი ჩოგბურთელი ქალი US Open-ის მერვედფინალში გავიდა

101
(განახლებულია 20:36 04.09.2020)
მეოთხედფინალში გასასვლელად კალაშნიკოვა–კუდრიავცევას წყვილმა კვეტა პეშკესა (ჩეხეთი) და დემი სხიურსის (ნიდერლანდები) დუეტს უნდა სძლიოს.

თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა რუს ალა კუდრიავცევასთან წყვილში US Open-ის მერვედფინალში ითამაშებს. ტურნირი ამ დღეებში ნიუ-იორკში მიმდინარეობს.

პირველ წრეში ქართულ–რუსულმა დუეტმა ჯენიფერ ბრედი/კაროლინ დოლჰაიდის ამერიკულ წყვილს სამ სეტში მოუგო (2:6, 6:4, 7:5). მატჩი თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

მეოთხედფინალში გასასვლელად კალაშნიკოვა–კუდრიავცევას წყვილმა კვეტა პეშკესა (ჩეხეთი) და დემი სხიურსის (ნიდერლანდები) დუეტზე უნდა გაიმარჯვოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პეშკე 45 წლისაა.

US Open 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. COVID-19-ის პანდემიის გამო ის მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს.

101
თემები:
სპორტის ამბები (817)
 ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს

ქართველმა სუმოისტმა ტოკიოს შემოდგომის ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

55
(განახლებულია 14:39 20.09.2020)
ამგვარად, ტურნირზე გამართული შეხვედრების შემდეგ ლევან გორგაძის ბალანსი ასეთია - 4 მოგება და 4 წაგება.

თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, მეოთხე ეფექტური გამარჯვება მოიპოვა შემოდგომის აკი ბაშოზე, რომელსაც ამ დღეებში ტოკიო მასპინძლობს.

მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში გამოდის, ოძეკი ტაკაკეისე დაამარცხა. ქართველმა ფალავანმა ტატიაი-ჰენკის ილეთი გამოიყენა და მეტოქე ჰატაკიკომიზე გამოიჭირა.

ამგვარად, ტურნირზე გამართული შეხვედრების შედეგებით ლევან გორგაძის ბალანსი ასეთია - 4 მოგება და 4 წაგება.

ხვალ ტოჩინოშინი დაუპირისპირდება ოძეკი ასანოიამას, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე უკვე ხუთი გამარჯვება მოიპოვა.

შემოდგომის აკი ბაშო ტოკიოში 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

55
თემები:
სპორტის ამბები (817)
 ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე

ტოჩინოშინმა ტოკიოს ტურნირზე მესამედ მოიგო შერკინების ვიდეო

77
დაიეისიოსთან გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინმა ამჟამინდელ ტურნირზე საკუთარი ბალანსი გაიუმჯობესა. ამჯერად გორგაძის ანგარიშზე სამი მოგება და ოთხი წაგებაა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის აკი ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში გამოდის, სეკივაკე დაიეისიო დაამარცხა. გორგაძემ გაუძლო მეტოქის წნეხს, შებოჭა ის და იორიკირის ილეთი ჩაუტარა.

დაიეისიოსთან გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინმა ამჟამინდელ ტურნირზე საკუთარი ბალანსი გაიუმჯობესა. ამჯერად გორგაძის ანგარიშზე სამი მოგება და ოთხი წაგებაა.

აკი ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ოძეკი ტაკაკეისეს შეხვდება. ეს შერკინება მეტოქეთა პირად დაპირისპირებაში რიგით მე-11 იქნება. ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა იაპონელი სუმოისტის მხარესაა – 8:2.

შემოდგომის აკი ბაშო 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

77
თემები:
სპორტის ამბები (817)
ქათამი

ორჯერ იაფი და ბევრხორციანი: გამოყვანილია ქათმის ახალი ჰიბრიდი

0
(განახლებულია 12:49 21.09.2020)
რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სახეობა გამოიყვანეს, რომელიც უცხოურ ანალოგებზე ორჯერ იაფი იქნება

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სამრეწველო ჰიბრიდი გამოიყვანეს, რომელიც ნაყოფიერების მხრივ მსოფლიო კონკურენტებს ჯაბნის, იუწყება მედია.

ამასთან, „სმენა 9“ – ასე ეწოდა ახალ ჰიბრიდს — მინიმუმ ორჯერ იაფი იქნება უცხოურ ანალოგებზე.

ჰიბრიდის (კროსის) გენოფონდი 70 სამეურნეო–სასარგებლო ნიშანს შეიცავს. ახალი ბროილერი იყენებს ნაკლებ საკვებს და იძლევა ბევრ ხორცს. ამასთან, იზრდება სწრაფად: დღე–ღამეში დაახლოებით 66 გრამს იმატებს და 5–6 კვირაში 42 გრამიანი წიწილა დაახლოებით 2,3–2,8 კგ ხდება.

სპეციალისტების თქმით, ახალი  ჰიბრიდი მეფრინველეობის ფაბრიკებისთვის მაღალ ეკონომიკურ ეფექტურობას უზრუნველყოფს.

„სმენა 9–ის“ სახელმწიფო რეგსტრაცია 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

0
თემები:
რუსეთი დღეს