თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელია „ცსკას" შემადგენლობაში წარმატებით ასპარეზობს

87
(განახლებულია 20:28 03.09.2020)
თორნიკე შენგელია „ცსკა"-ში მიმდინარე წლის ივლისში ესპანეთის „ბასკონიიდან" გადავიდა, რომელშიც 2014 წლიდან თამაშობდა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკას" შემადგენლობაში „ხიმკის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ექვსი ქულა მოიპოვა.

ქართველი ფორვარდი მოედანზე სასტარტო ხუთეულში გავიდა და მის ანგარიშზე მოპოვებულ ქულებთან ერთად ხუთი მოხსნა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მატჩი „ცსკას" სასარგებლოდ, 16 ქულის სხვაობით დასრულდა - 99:83.

შემდეგ საკონტროლო მატჩს „ცსკა" საკალათბურთო კლუბ „ზენიტის" წინააღმდეგ 5 სექტემბერს გამართავს.

თორნიკე შენგელია „ცსკა"-ში მიმდინარე წლის ივლისში ესპანეთის „ბასკონიიდან" გადავიდა, რომელშიც 2014 წლიდან თამაშობდა. ამ სეზონში ის კლუბს ქვეყნის ჩემპიონობაში დაეხმარა. 28 წლის ქართველი კალათბურთელის კონტრაქტი მოსკოვის კლუბთან სამ წელზეა გათვლილი.

87
თემები:
სპორტის ამბები (827)
ზაზა ნადირაძე

ქართველმა კანოისტმა მსოფლიო თასის ეტაპზე ვერცხლი მოიპოვა

12
(განახლებულია 10:51 28.09.2020)
უფრო ადრე ქართველი კანოისტი უნგრეთის ქალაქ სეგედში ორ შეჯიბრებაში გახდა ვიცე–ჩემპიონი– 2017 და 2018 წლებში

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს თასის ეტაპზე 200–მეტრიან დისტანციაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. შეჯიბრება უნ გრეთის ქალაქ სეგედში გაიმართა.

ნადირაძემ დისტანცია 40,38 წამში გადალახა და 29 მეასედით დაუთმო რუსეთის წარმომადგენელ ივან შტილს, რომელიც შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. მესამე ადგილზე ესოანელი ალფონსო ბენავიდესი გავიდა (40,39).

ნადირაძისთვის სეგედში მსოფლიო თასის ეტაპზე ეს უკვე მესამე ვერცხლია. უფრო ადრე ის ვიცე–ჩემპიონი 2017 და 2018 წლებში გახდა.

გასულ 2019 წელს იმავე სეგედში ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო.

12
თემები:
სპორტის ამბები (827)
ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი

ქართველმა სუმოისტმა აკი ბაშოს შემოდგომის ტურნირი წაგებით დაასრულა

66
(განახლებულია 16:16 27.09.2020)
ტოჩინოშინმა შემოდგომის აკი ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა - ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე ექვსი მოგება და ცხრა წაგებაა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, შემოდგომის აკი ბაშოზე ასპარეზობა მორიგი წაგებით დაასრულა.

ტურნირის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა ჰოკუტოფუძისთან დამარცხდა.

ტოჩინოშინმა შემოდგომის აკი ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა - ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე ექვსი მოგება და ცხრა წაგებაა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების ახალ რეიტინგში გორგაძე ერთი რანგით დაქვეითდება.

რაც შეეხება შემოდგომის ტურნირს, იმპერატორის თასი პირველად თავის კარიერაში მოიპოვა სეკივაკე სიოდაიმ, რომელიც ხვალიდან ოძეკის ტიტულს მიიღებს.

იმპერატორის თასზე მომდევნო ტურნირი - კიუსიუ ბაშო - ტოკიოში ნოემბერში გაიმართება.

66
თემები:
სპორტის ამბები (827)
ბათუმი

აჭარა კვლავ „ლიდერია": კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

0
(განახლებულია 12:11 28.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა  2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.   

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია:  32 – იმერეთი, 32 – თბილისი, 16 – გურია, 14 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 11– სამცხე–ჯავახეთი, 7 – ქვემო ქართლი, 4 – კახეთი, 1 – შიდა ქართლი.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 29  პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი მძიმე და ერთი კრიტიკული  პაციენტია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში