ბასილაშვილმა US Open-ზე ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა

© AP Photo / Trevor Collensნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პაუზის შემდეგ ბასილაშვილმა ოთხი შეხვედრის გამართვა მოასწრო და ყველა ჯერზე დამარცხდა.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგში 30-ე ნომერი) US Open-ზე ასპარეზობა პირველივე ტურში დაასრულა, იგი ავსტრალიელ ჯონ მილმანთან სამ სეტში დამარცხდა - 1:6, 4:6, 4:6.

მატჩი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ამ დროის მანძილზე ბასილაშვილმა ვერც ერთხელ ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის ჩაწოდების აღება. მან 56 შეცდომა დაუშვა, მილმანის 35 შეცდომის წინააღმდეგ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილს ბრალი არ დამძიმებია: გენპროკურატურა ინფორმაციას უარყოფს

გასულ წელს ბასილაშვილმა US Open-ის მესამე წრემდე მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ქართველი ჩოგბურთელი სარეიტინგო ქულებს დაკარგავს და მსოფლიო რეიტინგში კვლავ ჩამოქვეითდება (საჩოგბურთო სეზონის განახლების წინ ბასილაშვილი АТР-ს რეიტინგში 27-ე პოზიციაზე იყო).

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პაუზის შემდეგ ბასილაშვილმა ოთხი შეხვედრის გამართვა მოასწრო და ყველა ჯერზე დამარცხდა.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილის ასეთი წარუმატებლობის მიზეზი ყოფილ ცოლთან დაკავშირებული ვითარებაა. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ბრალს სდებს ოჯახურ ძალადობაში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 20 სექტემბერს გაიმართება.

გასაგებია, რომ შექმნილ ვითარებაში ბასილაშვილისთვის რთულია ჩოგბურთზე კონცენტრირება.

მთელი კარიერის მანძილზე 28 წლის ბასილაშვილმა АТР სერიის სამი ტურნირი მოიგო და მთლიანობაში 5,5 მლნ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

ყველა ახალი ამბავი
0