კახა ცხადაძე ყაზახეთის ჩემპიონატის IV ტურის შედეგებით საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

© AFP 2024 / TOBIAS SCHWARZკახა ცხადაძე
კახა ცხადაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კლუბმა „ორდაბასიმ“ გასულ წელს მესამე ადგილი დაიკავა და უეფას ევროპის ლიგაში კვალიფიკაცია მოიპოვა

თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე, რომელიც ყაზახეთის საფეხბურთო კლუბ „ორდაბასის“ ხელმძღვანელობს, ეროვნული ჩემპიონატის IV ტურის შედეგებით საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, ნათქვამია გამოცემა sports.kz-ის განცხადებაში.

ლიონელ მესი - Sputnik საქართველო
ლიონელ მესის კერძო თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა ბრიუსელში

საანგარიშო დღეს „ორდაბასი“ ხვდებოდა „ჟეტისუს“ და ნახევარი საათის შემდეგ ანგარიშით 0:2 აგებდა. თუმცა ცხადაძის შეგირდებმა მატჩის მსვლელობა შეატრიალეს და ანგარიშით 3:2 მოიგეს. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის შუაში „ორდაბასის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟოაუმ გაიტანა.

ცხადაძის გარდა IV ტურის სიმბოლურ ნაკრებში „ორდაბასის“ კიდევ ოთხი ფეხბურთელი მოხვდა.

ხუთი ჩატარებული ტურის შემდეგ (V ტურში „ორდაბასიმ“ მოუგო „კასპი აქტაუს“ ანგარიშით 1:0) ცხადაძის გუნდი 10 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.

ცხადაძე „ორდაბასის“ მთავარი მწვრთნელია 2018 წლიდან. ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გასულ წელს კლუბმა მესამე ადგილი დაიკავა და უეფას ევროპის ლიგაში კვალიფიკაცია მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0