ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ლევან გორგაძე

ქართველმა სუმოისტმა ივლისის ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ვიდეო

88
(განახლებულია 20:27 22.07.2020)
გამარჯვების მოსაპოვებლად ტოჩინოშინს რამდენიმე წამი დასჭირდა. ქართველი სპორტსმენის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა სადანოუმი გახდება.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში ივლისის ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მეორე თეთრი ბურთულა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა ორთაბრძოლაში ნისიკიგისთან, რომლის დასამარცხებლად მას რამდენიმე წამი ეყო.

ამის შედეგად მეოთხე საშეჯიბრო დღეს გორგაძემ ტურნირზე მოგება-წაგებების ბალანსი გაათანაბრა – 2:2.

ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე გახდება აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა სადანოუმი. სუმოისტების პირადი შეხვედრების ანგარიშია 4:3 ქართველი მებრძოლის სასარგებლოდ.

 

88
თემები:
სპორტის ამბები (822)
თორნიკე შენგელია

შენგელიამ ЦСКА-ს შემადგენლობაში პირველივე ოფიციალურ მატჩში მუხლი დაიზიანა

39
დროის იმ ხანმოკლე მონაკვეთში, რომელიც შენგელიამ პარკეტზე გაატარა, ქართველმა ფორვარდმა ორი ქულის მოპოვება და ორი მოხსნის გაკეთება მოასწრო

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც მოსკოვის ЦСКА-ს შემადგენლობაში თამაშობს, გუნდის პირველივე ოფიციალურ შეხვედრაზე მუხლი დაიზიანა, აღნიშნულია კლუბის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

VTB ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ყაზახური „ასტანას“ წინააღმდეგ შენგელიამ პარკეტზე მხოლოდ 3 წუთი და 19 წამი გაატარა, რის შემდეგაც მუხლი დაიზიანა. მაგრამ, როგორც ჩანს, ტრავმა სერიოზული არაა. შენგელიას დაზიანებული ადგილი გაუყინეს და ის სათადარიგო სკამთან ითელებოდა იმ იმედით, რომ თამაშს დაუბრუნდებოდა. თუმცა საბოლოო ჯამში მოედანზე შენგელია მატჩის განმავლობაში აღარ გასულა.

რაც შეეხება შეხვედრის შედეგს, ЦСКА-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 93:60. დროის იმ ხანმოკლე მონაკვეთში, რომელიც შენგელიამ პარკეტზე გაატარა, ქართველმა ფორვარდმა ორი ქულის აღება და ორი მოხსნის გაკეთება მოასწრო. საუკეთესო შედეგს კი გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში მიაღწია მაიკ ჯეიმსმა, რომელმაც გუნდს 21 ქულა მოუტანა.

მომდევნო შეხვედრას VTB ლიგის ფარგლებში ЦСКА 26 სექტემბერს პერმის „ამკარის“ წინააღმდეგ გამართავს.

შენგელია ЦСКА-ში მიდმინარე წლის ივლისში გადავიდა ესპანური „ბასკონიიდან“, სადაც 2014 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონზე მისი კლუბი ქვეყნის ჩემპიონი გახდა (პირველად 2010 წლის შემდეგ). 28 წლის ქართველ კალათბურთელს მოსკოვის ЦСКА-სთან სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

39
თემები:
სპორტის ამბები (822)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილის კრიზისი გრძელდება: საქართველოს პირველი ჩოგანი ისევ დამარცხდა

130
(განახლებულია 20:02 22.09.2020)
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ ბასილაშვილმა შვიდი მატჩი წააგო ისე, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ უკვე მეშვიდედ წააგო.

ჰამბურგის ტურნირის პირველივე წრეში (Hamburg European Open) ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან (11) ორ სეტში დამარცხდა. მატჩს საათ-ნახევარზე ნაკლები დრო დასჭირდა.

ქართველ ჩოგბურთელს ჰქონდა გარკვეული შანსები, თუმცა თავად მან მისცა ბაუტისტა-აგუტს ოთხი ბრეიკის გაკეთების საშუალება. ამან კი საბოლოოდ მისი დამარცხება გამოიწვია.

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირების ბოლო ორი წლის გამარჯვებული იყო. ამჯერად მან ვერ შეძლო თავისი ტიტულის დაცვა და 500 სარეიტინგო ქულა დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც 28 სექტემბერს გამოქვეყნდება, ბასილაშვილი 33-ე ადგილიდან დაახლოებით მე-60 პოზიციაზე გადაინაცვლებს.

საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო იყო შეჩერებული, ბასილაშვილმა შვიდი მატჩი წააგო ისე, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.

ბასილაშვილს ბრალი არ დამძიმებია: გენპროკურატურა ინფორმაციას უარყოფს>>

შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილის ასეთი უსახური თამაში ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებულ ვითარებას უკავშირდება. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში სპორტსმენს, როგორც ჩანს, უჭირს ჩოგბურთზე კონცენტრირება.

130
თემები:
სპორტის ამბები (822)

კორონავირუსის რუსული ვაქცინა: რომელ ქვეყნებს სურთ მისი ყიდვა

0
(განახლებულია 02:14 24.09.2020)
როდის დასრულდება პანდემია? ალბათ, ეს საკითხი ყველას აღელვებს. კორონავირუსის დასრულებაში წვლილს შეიტანს რუსული ვაქცინაც სახელწოდებით „Sputnik V“. რომელი ქვეყნები აპირებენ პრეპარატის ყიდვას და სად შეიმუშავეს საკუთარი ვაქცინა – იხილეთ ჩვენს ვიდეოში
0