ქართველმა ფეხბურთელმა ესპანური კლუბი განაწყენებულმა დატოვა

© photo: courtesy of FC "Dinamo" Tbilisiგიორგი პაპუნაშვილი
გიორგი პაპუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლუბის შემადგენლობაში ოთხი მატჩის ჩატარების შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა მცირე დაზიანება მიიღო და ჩემპიონატის განახლების შემდეგ „რასინგში" აღარ უთამაშია.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ესპანური კლუბი „რასინგი" (სანტანდერი) ხელმძღვანელობაზე განაწყენებულმა დატოვა. ამის შესახებ ფეხბურთელმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ქართველი ფეხბურთელი ესპანურ „რასინგში" ითამაშებს>>

„მოვიდა დრო, დაგემშვიდობოთ. სამწუხაროდ, გუნდის დახმარება ვერ მოვახერხე, ძნელია გადმოცემა თქვენთვის და სიტყვების პოვნა, რასაც ვგრძნობ. დიდი იმედებითა და ოცნებებით ჩამოვედი, მაგრამ ადამიანებმა, სამწუხაროდ, ეს ვერ დაინახეს და არ დააფასეს. მათ საკუთარი მიზნები და შეხედულებები ჰქონდათ, როგორც აღმოჩნდა, ამან არ გაამართლა და ჩვენ მარცხი განვიცადეთ", – დაწერა თავის მიმართვაში პაპუნაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა თავის პარტნიორებს გუნდში, რომლებიც, მისი თქმით, საუკეთესონი არიან და მეტს იმსახურებენ. გვერდი არ აუვლია პაპუნაშვილს გულშემატკივრისთვისაც – ისინი დააიმედა, რომ რთულ პერიოდს გადალახავენ და უფრო ძლიერი დაბრუნდებიან.

ჯანო ანანიძე - Sputnik საქართველო
შეთავაზებები, ვარიანტები: რომელ კლუბს აირჩევს ჯანო ანანიძე

ესპანეთის მეორე დივიზიონის „სეგუნდას" ჩემპიონატის შედეგებით „რასინგმა" სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავა და შემდეგ წელს უფრო ქვედა დივიზიონში გაატარებს.

პაპუნაშვილი „რასინგში" მიმდინარე წელს „სარაგოსადან" გადავიდა იჯარის უფლებით. კლუბში მან ოთხი მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი მცირე დაზიანება მიიღო. ჩემპიონატის განახლების შემდეგ „რასინგის" შემადგენლობაში მინდორზე ერთი წუთითაც აღარ გასულა. ამასთან, ქართველი ფეხბურთელი ყოველი მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მინდორზე არ გამოჩენილა.

ფეხბურთელზე უფლება „სარაგოსას“ ეკუთვნის, რომელთანაც პაპუნაშვილს კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. ამ გუნდში პაპუნაშვილი 2017 წლის ზაფხულში გადავიდა, ითამაშა 58 მატჩში, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა სამი შედეგიანი გადაცემა.

ამ დროისთვის უცნობია, დარჩება პაპუნაშვილი „სარაგოსაში" თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს შეიცვლის.

ყველა ახალი ამბავი
0