ქართველმა სუმოისტმა ივლისის ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ გამარჯვებით ბრაზილიელმა სუმოისტმა ტოჩინოშინთან პირადი შეხვედრების ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 12:8 ქართველი გოლიათის სასარგებლოდ.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ივლისის ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა.

შეჯიბრის მეორე დღეს ტოჩინოშინი, რომელიც დასავლეთის მე-11 მაეგაშირას რანგში იმყოფება, 33 წლის სუმოისტ კაისეის დაუპირისპირდა, რომელიც აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირაა. ორთაბრძოლა კაისეის გამარჯვებით დასრულდა. 

ამ გამარჯვებით ბრაზილიელმა სუმოისტმა ტოჩინოშინთან პირადი შეხვედრების ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 12:8 ქართველი გოლიათის სასარგებლოდ.

ტოკიოს ივლისის ბაშოს მესამე დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მეათე მაეგაშირას დაუპირისპირდება. მოწინააღმდეგეებს შორის ეს რიგით 26-ე შერკინება იქნება. ჯერჯერობით მინიმალური უპირატესობა (13:12) იაპონელ სუმოისტს აქვს.

ტურნირი 2 აგვისტომდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0