https://sputnik-georgia.com/20200720/saqartvelos-fexburtis-chempionatshi-tbilisis-dinamom-marcxi-ganicada-249024352.html
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში თბილისის „დინამომ“ პირველი მარცხი განიცადა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში თბილისის „დინამომ“ პირველი მარცხი განიცადა
Sputnik საქართველო
წარუმატებელი მატჩის შემდეგ თბილისის „დინამო“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მეორე ადგილზეა ბათუმის „დინამო“, პირველ ადგილზე კი გორის „დილა“. 20.07.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-07-20T16:54+0400
2020-07-20T16:54+0400
2021-10-19T17:31+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249022787_0:47:1875:1107_1920x0_80_0_0_c959eb1507a8bab5299544f6fececaf3.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249022787_0:0:1875:1179_1920x0_80_0_0_af5e2a2f0144b6fee2c295dd33f4bf4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, სპორტი, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, სპორტი, საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში თბილისის „დინამომ“ პირველი მარცხი განიცადა
16:54 20.07.2020 (განახლებულია: 17:31 19.10.2021) წარუმატებელი მატჩის შემდეგ თბილისის „დინამო“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მეორე ადგილზეა ბათუმის „დინამო“, პირველ ადგილზე კი გორის „დილა“.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში გუნდმა საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
სტუმრები მატჩის 37-ე წუთზე ნიკა გაგნიძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გიორგი კუციას წყალობით გაათანაბრეს – ფეხბურთელმა მოწინააღმდეგის კარში 11-მეტრიანი დარტყმა წარმატებით განახორციელა.
საბოლოო მატჩის შედეგი კი ნუგზარ სპანდერაშვილის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა და მატჩი გორის „დილის“ გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:1.
ამ წარმატების წყალობით „დილას“ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. თბილისის „დინამო“ კი მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა. მეორე ადგილზე ბათუმის „დინამოა“, რომელმაც ქუთაისის „ტორპედო“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.