საქართველოს კალათბურთის ნაკრები

XXI საუკუნის ქართული Dream Team - დასახელდა კალათბურთის ნაკრების სიმბოლური შემადგენლობა

109
(განახლებულია 20:30 22.06.2020)
XXI საუკუნეში საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ზედიზედ ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში, FIBA-ს სიმბოლური ნაკრებიდან სამმა კალათბურთელმა ითამაშა ყველა ტურნირში

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) საქართველოს XXI საუკუნის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც მოხვდნენ თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი და მაიკლ დიკსონი.

კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, FIBA-ს ვებგვერდზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოკითხვის მონაწილეებს უნდა აერჩიათ 12 წარმოდგენილი კალათბურთელიდან საუკეთესოები. ხუთეულის მიღმა აღმოჩდნენ გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ბექა ბურჯანაძე, ვახტანგ ნაცვლიშვილი და ვლადიმერ ბოისა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს XXI საუკუნის სიმბოლური ნაკრებიდან მხოლოდ 28 წლის შენგელია აგრძელებს ეროვნულ გუნდში თამაშს. ფაჩულიამ, სანიკიძემ და მარკოიშვილმა პროფესიონალური კარიერა დაასრულეს, ამერიკელი დიკსონი კი მხოლოდ ჩეხეთის „ნიმბურკში“ ითამაშებს.

XXI საუკუნეში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატებში (2011, 2013, 2015 და 2017). სიმბოლური ნაკრების სამმა კალათბურთელმა - ფაჩულიამ, შენგელიამ და მარკოიშვილმა - ითამაშა ყველა ტურნირში.

საქართველო ევროპის ჩემპიონატს იტალიასთან, გერმანიასთან და ჩეხეთთან ერთად უმასპინძლებს. თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატის 2021 წელს ჩატარება იგეგმებოდა. თუმცა პანდემიის გამო ტურნირი 2022 წლისთვის გადაიდო.

109
თემები:
სპორტის ამბები (730)
ვალერიან გვილია შეტევისას

გამარჯვებულის „ლეკური“ ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონია

28
(განახლებულია 17:05 13.07.2020)
ქართველმა ნახევარმცველმა „ლეგიის“ შემადგენლობაში გატარებულ 47 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა გააკეთა

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიის“ შემადგენლობაში პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

„ლეგიამ“ „კრაკოვს“ 2:0 სძლია. პირველი გოლის ავტორი ტომაშ პეკჰარტი იყო, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში 75–ე წუთზე გვილიამ დაადგინა, რის შემდეგაც მოედანზე „ლეკური“ იცეკვა.

„ჩემპიონები ვართ! „ლეგიას“ ჩემპიონობა – ეს მთელი წლის განმავლობაში გაძლიერებული და დაძაბული მუშაობის შედეგია. კარგ თუ ცუდ დროს ყოველთვის ერთად ვიყავით, მზად ვიყავით ერთმანეთის მხარდასაჭერად. და რაც მთავარია, არასდროს ვნებდებოდით. ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს! მადლობა ყველას, ვინც ყოველთვის მხარს გვიჭერდა!“ – დაწერა გვილიამ გამარჯვების შემდეგ თავის Instagram–ზე.

გვილიასთვის ეს სეზონი საკმაოდ წარმატებული იყო. მან „ლეგიის“ შემადგენლობაში, ყველა ტურნირზე 11 გოლი გაიტანა, გააკეთა ცხრა შედეგიანი გადაცემა. ეს 26 წლის ფეხბურთელის საუკეთესო მაჩვენებელია კარიერის განმავლობაში. ქართველი ნახევარმცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში რამდენჯერმე მოხვდა, ასევე რამდენჯერმე გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

გვილია „ლეგიაში“ გასული წლის ზაფხულში შვეიცარიის „ლუცერნიდან“ გადავიდა. ის ასევე თამაშობდა ბე;ლარუსულ გუნდებში „ბატე“ და „მინსკი“, უკრაინის „მეტალურგში“ და პოლონეთის „გურნიკში“.

28
თემები:
სპორტის ამბები (730)
ეთერ თუთბერიძე აღსაზრდელებთან ერთად

„ჩვენს საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ“ - თუთბერიძემ მიღებულ ჯილდოზე ისაუბრა

78
(განახლებულია 18:34 12.07.2020)
განსაკუთრებით სასიხარულოა ქალიშვილის - დიანა დევისის მედლები, განაცხადა თუთბერიძემ. 17 წლის გოგონა ფიგურულ ციგურაობაში ასპარეზობს

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. მიღებული ჯილდო - განვლილი გზის, შესრულებული სამუშაოს აღიარებაა, განაცხადა ფიგურულ ციგურაობაში დამსახურებულმა მწვრთნელმა ეთერ თუთბერიძემ, მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) Skating Awards-ის პრემიის „საუკეთესო მწვრთნელის“ ნომინაციაში საკუთარი გამარჯვების კომენტირებისას.

ისტორიაში პირველი ISU Skating Awards-ის ცერემონია შაბათს  ონლაინ-რეჟიმში გაიმართა. ეთერ თუთბერიძემ აჯობა ამერიკელ სპეციალისტ რაფაელ არუთინიანს, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ნატან ჩენს წვრთნის, და კანადელ ბრაიან ორსერს, რომელიც ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ იუძურუ ჰანიუს და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ევგენია მედვედევას ავარჯიშებს, რომელმაც თავის ყველა მნიშვნელოვან გამარჯვებას თუთბერიძის ხელმძღვანელობით მიაღწია.

„ჩემთვის, როგორც ყველა მწვრთნელისთვის, ეს არის განვლილი გზის, შესრულებული სამუშაოს აღიარება. მით უმეტეს, რომ მეტოქეები ძალიან ღირსეული მყავდა. ნომინანტებს შორის რომ მოვხვდი, ესეც დიდი პატივია“, - ციტირებს თუთბერიძეს რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური.

მწვრთნელმა ასევე წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო გაამხილა: „ჩვენს საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ, მეტი არაფერია. ჩემთვის ყოველი სტარტი, კვარცხლბეკი - ჩემი გზის ნაწილია. ერთი შეჯიბრება მთავრდება, მე კი უკვე იმაზე ვფიქრობ, რაზე უნდა ვიმუშაო შემდგომში, როგორ შევინარჩუნო ან გავაუმჯობესო სპორტული ფორმა ან გამოვასწორო შეცდომები“.

თუთბერიძის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა ქალიშვილის - დიანა დევისის მედლები, რომელიც ყინულზე ცეკვებში გლებ სმოლინთან წყვილში ასპარეზობს. მწვრთნელმა ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მინდა დავდგა ისეთი პროგრამები, რომელიც მაყურებელს გულს აუჩუყებს, დააფიქრებს“, - აღნიშნა თუთბერიძემ.

მწვრთნელი მუშაობს 2018 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა ზაგიტოვასთან, 2020 წლის ევროპის ჩემპიონ ანა კოსტორნაიასთან, რუსეთის ორგზის ჩემპიონ ანა შჩერბაკოვასთან, იუნიორთა შორის რუსეთის ორგზის ჩემპიონ დანიილ სამსონოვთან. სპეციალისტმა ასევე იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ორ უმაღლეს ჯილდომდე ალექსანდრა ტრუსოვა მიიყვანა.

78
ტრაილერი

რამდენ მძღოლს-დაუფიქსირდა კორონავირუსი საქართველოში

0
(განახლებულია 19:38 13.07.2020)
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგანაც ხუთი სატვირთო ავტომობილის  მძღოლია

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი წყარო სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგანაც ხუთი სატვირთო ავტომობილის  მძღოლია,

„ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი შემთხვევების სწორედ სატვირთოების მძღოლები არიან. თითოეული მათგანის სწრაფი იდენტიფიცირება ხდება და არ მიეცათ მათ საშუალება, ინფექციის შემდეგომი გავრცელების. ამ სისტემამ კარგად იმუშავა. 63 მძღოლია, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია იმ მძღოლებისა, რომლებსაც ყოველდღიურად შემოაქვთ ტვირთი საქართველოში, სადღაც 0,2 პროცენტის ფარგლებშია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულად გაზრდილია ტესტირება.

„საზღვარზე შემოსულ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს დაახლოებით 40 000-მდე სწრაფი ტესტი აქვთ ჩატარებული. საეჭვო შემთხვევა მოწმდება PCR-ტესტით. ბოლო 4 კვირის განმავლობაში 63 მძღოლს დაუდასტურდა კოვიდინფექცია“, - აღნიშნა  ამირან გამყრელიძემ.

ეზუგბაია: კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ცხრავე შემოტანილია >>

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 995-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა მონაცემი დღეს არ შეცვლილა და კვლავ 857-ია. გარდაცვლილია – 15. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 219 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში