ქართველი ნახევარმცველის დუბლმა პოლონურ გუნდს გამარჯვება მოუტანა

© Sputnik / Levan Avlabreliვაკო გვილია და ჯაბა კანკავა
ვაკო გვილია და ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლეგიის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 42 მატჩში ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა 10 გოლი და გააკეთა ცხრა შედეგიანი გადაცემა.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის „ლეგიის“ ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ „შლენსკის“ წინააღმდეგ გამართულ 31-ე ტურის მატჩში ორი გოლი გაიტანა და თავის გუნდს ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოუტანა.

გვილიას გოლები მეტოქის კარში 35-ე და 54-ე წუთებზე გავიდა. ანგარიშით 2:0 „ლეგიამ“ გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია განიმტკიცა. ეროვნული პირველობის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე „ლეგია“ მომდევნო გუნდ „პიასტს“ 10 ქულით უსწრებს.

გვილიასთვის ეს სეზონი ძალიან წარმატებულია. „ლეგიაში“ ჩატარებული ყველა ტურნირის 42 მატჩში ქართველმა ნახევარმცველმა უკვე ათი გოლი გაიტანა, გააკეთა ცხრა შედეგიანი გადაცემა. ეს 26 წლის ფეხბურთელის საუკეთესო შედეგია მთელი კარიერის განმავლობაში. არცაა გასაკვირი, რომ ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში რამდენჯერმე მოხვდა.

გვილია „ლეგიაში“ გასული წლის ზაფხულში შვეიცარიის „ლუცერნიდან“ გადავიდა. მანამდე ის თამაშობდა ბელარუსის გუნდებში „ბატე“ და „მინსკი“, უკრაინის „მეტალურგში“ და პოლონეთის „გურნიკში“.

ყველა ახალი ამბავი
0