ქართველი ნახევარმცველი სამშობლოში დაბრუნდა – სად გააგრძელებს კარიერას ფეხბურთელი

© courtesy of FC Locomotive Tbilisiვატო არველაძე
ვატო არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ნახევარმცველმა ქალაქ კელცეს კლუბში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა სამი შედეგიანი გადაცემა.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. შემტევი ნახევარმცველი ვატო არველაძე კარიერას თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს, ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

გიორგი ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე

„ვატო არველაძე „ლოკომოტივში" დაბრუნდა. ახალგაზრდა შემტევმა თბილისურ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. Welcome Back, Vato (კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ვატო)“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში 22 წლის არველაძე პოლონეთის ჩემპიონატში მონაწილეობდა, გამოდიოდა „კორონაში“. ქართველმა ნახევარმცველმა პოლონურ გუნდში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა სამი შედეგიანი გადაცემა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არველაძე სულ ორ მატჩში მონაწილეობდა, მაგრამ გოლის გატანა მოასწრო – ევრო-2020-ის შესარჩევ მატჩში გიბრალტარის წინააღმდეგ (3:0).

ვატო საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის რევაზ არველაძის ვაჟია.

ყველა ახალი ამბავი
0