უეფამ თარიღები დაადგინა: საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მატჩები უეფას ერთა ლიგაში – ცხრილი

© photo: © GFF - Georgian Football Federation, 2019საქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ახალ სეზონში ესტონეთის გუნდი გახდება. მატჩი 5 სექტემბერს გაიმართება

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. უეფას 2020/2021 წლების სეზონის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ნაკრებიც მონაწილეობს, ამა წლის შემოდგომაზე გაიმართება. ეს გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ნიონში მიიღეს.

საქართველო უეფასგან 4,3 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს>>

უეფას ერთა ლიგის პირველი სეზონის შედეგებით, საქართველოს ნაკრები კლასში დაწინაურდა და ტურნირის ამჟამინდელ გათამაშებაში С–დივიზიონში ითამაშებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან სომხეთის, ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები.

საქართველოს ნაკრების კალენდარი უეფას ერთა ლიგაში – 2020/2021:

თარიღი ნაკრებები
5 სექტემბერი ესტონეთი – საქართველო
8 სექტემბერი საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია
11 ოქტომბერი სომხეთი – საქართველო
14 ოქტომბერი ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო
15 ნოემბერი საქართველო – სომხეთი
18 ნოემბერი საქართველო – ესტონეთი

გარდა უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსი მატჩისა, შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებმა მინიმუმ ერთი შეხვედრა უნდა გამართოს, კერძოდ, 8 ოქტომბერს თბილისში უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალი გაიმართება და ქართული გუნდი ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლებს. თუ ამ სტადიას ვლადიმირ ვაისის გუნდი გადალახავს, მაშინ 12 ნოემბერს ითამაშებს ტურნირის ფინალში, სადაც კოსოვო–ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.

„დინამო არენა - Sputnik საქართველო
რას ამბობს სფფ: დაესწრება თუ არა გულშემატკივარი საქართველო–ბელარუსის მატჩს

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ქართველი გულშემატკივარი მატჩებზე დასწრებას.

„რაც შეეხება მატჩზე მაყურებლის დასწრებას, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ გვაქვს. ყველაფერი დამოკიდებულია უეფას რეკომენდაციებსა და ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჩართული ამ პროცესში და ავიღებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

საქართველო–ბელარუსის მატჩი 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უეფას ეგიდით გასამართი ყველა შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0