რა თანხა მიიღო ქართველმა მებრძოლმა „მანქანამ" ლას-ვეგასის ტურნირში გამარჯვებით

© photo: Merab Dvalishvili / FBმერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს გამარჯვება მერაბ დვალიშვილისთვის, რომლის მეტსახელია „მანქანა“, ზედიზედ მეოთხე გახდა მსოფლიოს წამყვან ტურნირზე.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ლას-ვეგასში გამართულ UFC ON ESPN 10 ტურნირზე 119 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

მერაბ დვალიშვილი - THE MACHINE - Sputnik საქართველო
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ქართველი სპორტსმენის საპრიზო თანხა სამი ნაწილისგან შედგება: 50 ათასი დოლარი ტურნირში მონაწილეობისთვის, 46 ათასი – ორთაბროლაში მონაწილეობისთვის და 23 ათასი – ბონუსი გამარჯვებისთვის.

დვალიშვილმა ამერიკელ გუსტავო ლოპესს შეჯიბრების წინასწარ ქარდში (ე.წ. „გასახურებელ ბრძოლაში“) მოუგო. სამი სრული რაუნდის შედეგად მსაჯებმა გამარჯვება ქართველ სპორტსმენს ერთხმად მიაკუთვნეს (30-25, 30-26, 30-26).

დვალიშვილისთვის, რომლის მეტსახელია „მანქანა“, ეს გამარჯვება ზედიზედ მეოთხეა მსოფლიოს წამყვან ტურნირზე. ქართველის დებიუტი არცთუ სახარბიელო იყო – ზედიზედ ორჯერ წააგო, თუმცა ამის შემდეგ დვალიშვილმა სამი ორთაბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

ყველა ახალი ამბავი
0