საქართველოში საკალათბურთო სეზონი გაუქმდა

© photo: Baskonia / FB თორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ამგვარი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კლუბების დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს სუპერლიგა კალათბურთში, ასევე 2019/2020 წლების სეზონის ყველა ჩემპიონატი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შეწყდება. გადაწყვეტილება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ამგვარი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კლუბების დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა.

კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება - Sputnik საქართველო
„ევრობასკეტი–2021“ ერთი წლით გადაიტანეს

„ყველა საბიუჯეტო დავალიანება, რომელიც სუპერლიგისა და „ა” ლიგის გუნდებს მიმდინარე სეზონში ეკუთვნოდათ, დაფარულია. ფედერაცია მოქმედებდა პრინციპით, რომ კალათბურთელებმა და საკალათბურთო სამყაროს წევრებმა ეპიდემიის გამო შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა დანაკარგის გარეშე გადაიტანონ“, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად განაგრძობს მუშაობას არსებული ვითარების შესწავლაზე, რათა ივლისში დაგეგმილ შემდეგ სხდომაზე შესაძლებელი გახდეს მომდევნო სეზონის დაწყების თარიღის განსაზღვრა.

საქართველოს ჩემპიონატი კალათბურთში მარტის დასაწყისში კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. 15 ჩატარებული ტურის შემდეგ სუპერლიგის ლიდერი 10 გამარჯვებით იყო ბათუმის „დინამო. სამ კლუბს – თსუ-ს, „ვერასა“ და „ქუთაისს“ 9-9 გამარჯვება ჰქონდათ.

ყველა ახალი ამბავი
0