კახა კალაძე

კახა კალაძე სერია A-ს სიმბოლურ ნაკრებში შევიდა

52
(განახლებულია 16:35 20.05.2020)
ქართველი მცველის სიმბოლურ ნაკრებში შეყვანის კიდევ ერთი მიზეზი კალაძის „მილანთან“ ერთად მოგებული თასების რაოდენობაა.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. პორტალ Football Italia-ს ვერსიით, საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ყოფილი მცველი კახა კალაძე იტალიის ჩემპიონატში მონაწილეთა სიმბოლურ ნაკრებში შევიდა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ფეხბურთელებისგან დაკომპლექტდა. 

„საუკუნის დასაწყისიდან კარლო ანჩელოტის "მილანის" მეომართაგან ერთ-ერთი დაუფასებელი იყო. ქართველი ძლიერი და ჭკვიანი მოთამაშე იყო, თუმცა, შესაძლოა, მისი ყველაზე დადებითი თვისება უნივერსალურობა გახლდათ, რომლის წყალობითაც ისეთ ფეხბურთელებთან კონკურენციაში, როგორებიც პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ და იაპ სტამი იყვნენ, 284 მატჩი ჩაატარა“, – ასე ახასიათებს კალაძეს Football-Italia.

ქართველი მცველის სიმბოლურ ნაკრებში შეყვანის კიდევ ერთი მიზეზი კალაძის „მილანთან“ ერთად მოგებული თასების რაოდენობაა.

„როსონერის“ შემადგენლობაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში იგი გახდა იტალიის ჩემპიონი, ქვეყნის თასისა და სუპერთასის მფლობელი, ორჯერ მოიგო უეფას და უეფას სუპერთასის ჩემპიონატები, ასევე კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი.

სერია A-ს აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელების სიმბოლურ ნაკრებში ასევე შევიდნენ ფეხბურთელები: მეკარე – სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია), მცველები – კრისტიან კივუ (რუმინეთი), სინიშა მიხაილოვიჩი (სერბეთი), ნახევარმცველები – ზვონიმირ ბობანი (ხორვატია), დეიან სტანკოვიჩი (სერბეთი), ვლადიმირ იუგოვიჩი (სერბეთი), პაველ ნედვედი (ჩეხეთი), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი), თავდამსხმელი – ანდრეი შევჩენკო (უკრაინა).

52
თემები:
სპორტის ამბები (693)
ბექა მიქელთაძე

ყაზანის „რუბინმა“ ორ ქართველთან კონტრაქტი არ გააგრძელა

21
(განახლებულია 09:30 02.06.2020)
„რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი ფეხბურთელი განაგრძობს თამაშს – ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საფეხბურთო კლუბმა „რუბინი“ ორ ქართველ ფეხბურთელთან – ბექა მიქელთაძესა და ნიკა ყიფიანთან კონტრაქტი არ გააგრძელა, ნათქვამია ყაზახური კლუბის განცხადებაში.

ორივე ფეხბურთელი „რუბინში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა, ხოლო ამა წლის თებერვლიდან ისინი ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარის უფლებით გამოდიოდნენ.

„რუბინის“ შემადგენლობაში მიქელთაძემ ჩაატარა 11 მატჩი და გაიტანა ერთი გოლი, ხოლო ყიფიანმა – არცთუ შედეგანი სამი მატჩი.

„რუბინმა“ თავის განცხადებაში ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

მიქელთაძე საქართველოს მოქალაქე და თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო ყიფიანი რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ აღზრდილი.

„რუბინში“კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი გამოდის (ძირითად შემადგენლობაში) – ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი.

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 21 ივნისს განახლდება.

21
თემები:
სპორტის ამბები (693)
ლევან ხარაბაძე

ქართველი ფეხბურთელი შვეიცარიიდან თბილისში დაბრუნდა

47
(განახლებულია 18:02 31.05.2020)
„ციურიხის“ შემადგენლობაში ფეხბურთელმა 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მცველი ლევან ხარაბაძე, რომელიც შვეიცარიის „ციურიხის“ შემადგენლობაში იჯარის უფლებით გამოდიოდა, თბილისის „დინამოში“ ბრუნდება, ნათქვამია ქართული კლუბის განცხადებაში.

ხარაბაძე „ციურიხში“ გასული წლის ზამთარში გადავიდა იჯარის ხელშეკრულებით, რომელიც ერთნახევარ სეზონზე იყო გათვლილი. იჯარის დასრულების შემდეგ შვეიცარიულმა კლუბმა მცველის გამოსყიდვა არ ისურვა და ხარაბაძე თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა.

„ციურიხის“ შემადგენლობაში ფეხბურთელმა 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

ბოლო დროს ხარაბაძეს ტრავმები აწუხებდა, ამიტომ „დინამოს“ სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე მცველი ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს.

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი კორონავირუსის ეპიდემიის გამო მარტის დასაწყისში ორი ტურის შემდეგ შეწყდა. როდის განახლდება ეროვნული პირველობა, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისის „დინამო“ საქართველოს მოქმედი ჩემპიონია.

47
თემები:
სპორტის ამბები (693)
არეულობა აშშ-ში

ურჩი გუბერნატორი: დონალდ ტრამპი არმიის გამოყვანით იმუქრება

0
(განახლებულია 10:44 02.06.2020)
პრეზიდენტი არმიის გამოყვანით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქალაქის ან შტატის ხელისუფლება უარს იტყვის მოსახლეობის სიცოცხლისა და ქონების დასაცავად აუცილებელი ზომების გატარებაზე.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მე არ დავაკმაყოფილე პორტლენდის მერის თხოვნა ეროვნული გვარდიის მობილიზაციის თაობაზე დემონსტრანტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო ზარისა, განაცხადა პრესკონფერენციაზე ორეგონის შტატის გუბერნატორმა კეიტ ბრაუნმა. 

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც მერი ტედ უილერი მას გვარდიის  მობილიზებას სთხოვდა, თუმცა ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებდა. 

გუბერნატორმა განმარტა, რომ პორტლენდში ჯარისკაცების ნაცვლად დამატებით 100 პოლიციელს და 50 გვარდიელს გაგზავნის, რომლებიც არ იქნებიან შეიარაღებულები, არ დააკავებენ და არ გააკონტროლებენ დემონსტრანტებს.

  • „ჯარისკაცები ქუჩაში — ეს ისაა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს. მან ამაზე აშკარად მიანიშნა, როდესაც ყველა შტატის გუბერნატორებს დაურეკა“, — განაცხადა ბრაუნმა.

მანამდე გაზეთმა New York Times–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა შტატების გუბერნატორებს მკვეთრ ფორმაში მოსთხოვა არეულობის მონაწილეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება და რეკომენდაცია მისცა მათ, აემოქმედებინათ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები საჭირო რაოდენობით. გარდა ამისა, ის არმიის გამოყვანით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქალაქის ან შტატის ხელისუფლება უარს იტყვის აუცილებელი ზომების გატარებაზე.

„თუ ქალაქები ან შტატები უარს იტყვიან მოსახლეობის სიცოცხლისა და ქონების დაცვისკენ მიმართული ქმედებების განხორციელებაზე, მე თავად შევიყვან იქ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს და სწრაფად მოვაგვარებ პრობლემას [გუბერნატორების] ნაცვლად“, — აღნიშნა პრეზიდენტმა. 

NYT: საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტი ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანა>>

ამასთან, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები „საშინაო ტერორად“ შეაფასა და განაცხადა, რომ აშშ–ის ხელისუფლება აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს რადიკალურ მემარცხენე მოძრაობა „ანტიფას“, რომელიც ხელმძღვანელობს არეულობას.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს