რაგბი

რუსეთის რაგბის ნაკრებს საქართველოს ნაკრებთან მატჩის გამართვა სურს

468
(განახლებულია 19:38 01.05.2020)
სატურნირო თვალსაზრისით ქართული გუნდისთვის ამ შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ტურნირის გამარჯვებული ვადამდე გახდა.

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. რუსეთის რაგბის ნაკრებს ევროპის ერთა თასის დასრულება და საქართველოს ნაკრებთან დასკვნითი მატჩის ჩატარება სურს, განაცხადა РИА Новости-სთან რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იგორ არტემიევმა. 

„სტარტი ცუდად დავიწყეთ, თუმცა ამის შემდეგ გარკვეული ზომები მივიღეთ და მოთამაშეებმა ბოლო ორ მატჩში კარგი შედეგი აჩვენეს. თუ პორტუგალიელებთან მატჩში ორივეს გაგვიმართლა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად და გავიმარჯვეთ კიდეც, რუმინელებთან მატჩი ფრედ დავასრულეთ. რუმინეთის გუნდი კი სუსტი გუნდი არაა. ჩვენ გვინდა ჩემპიონატის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად დასრულება“, – განაცხადა არტემიევმა.

ევროპის ერთა თასის მიმდინარე გათამაშებაში დასკვნით მატჩში რუსეთის ნაკრებს 14 მარტს საქართველოსთან მატჩი თბილისში უნდა გაემართა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლო ტურის ყველა თამაში (საქართველო–რუსეთი, ესპანეთი–პორტუგალია, რუმინეთი–ბელგია) გადაიდო.

სატურნირო თვალსაზრისით ქართული გუნდისთვის ამ შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ტურნირის გამარჯვებული ვადამდე გახდა. რუსეთის ნაკრები კი ოთხი ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

საქართველოს და რუსეთის გუნდები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ და აქედან 21 მატჩი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა. ყველაზე დიდი გამარჯვება „ბორჯღალოსნებმა“ 2021 წელს თბილისში გამართულ მატჩზე მოიპოვეს – მაშინ რუსეთის ნაკრები ანგარიშით 46:0 დამარცხდა.

 

468
თემები:
სპორტის ამბები (933)
ფეხბურთის ნაკრები

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთხელ დამარცხდა

3
(განახლებულია 10:50 27.11.2020)
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ცხრა ჩატარებული მატჩში სამი გოლის გაიტანა, 42 კი გაუშვა

 

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მალტას უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დამარცხდა. 

შეხვედრა სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა. მატჩის პირველ ნახევარში ზამიტისა და ბუგეჯას გატანილი გოლებით მალტის გუნდმა  ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

მეორე ტაიმი მალტელთა შეტევებით დაიწყო და 58-ე წუთზე ბუგეჯას შესრულებული დუბლის წყალობით საბოლოო ანგარიში, 0-4 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ქართველ გოგონებს შეხვედრის მიმდინარეობისას რეალური საგოლე მომენტი თითქმის არ შეუქმნიათ.

ლევან ბაჯელიძის გოგონებმა აღნიშნულ ჯგუფში ცხრა მატჩი ჩაატარეს და ყველა წააგეს. საქართველოს ნაკრები შესარჩევი ციკლის B ჯგუფში 0 ქულით ბოლო, მეექვსე პოზიციას იკავებს – მათ ანგარიშზე 42 გაშვებული და სამი გატანილი გოლია.

ქალთა ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, რომელიც 1 დეკემბერს გაიმართება, ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

3
თემები:
სპორტის ამბები (933)
დიეგო მარადონა

მარადონას უცნაური ანდერძი: ცნობილია ფეხბურთის ლეგენდის უკანასკნელი ნება

109
ირკვევა, რომ ფეხბურთის ლეგენდამ თავისი უკანასკნელი ნება გარდაცვალებამდე თვენახევრით ადრე გააფორმა ნოტარიულად

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონას უკანასკნელი სურვილი იყო, გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედრისთვის ბალზამირება გაეკეთებინათ და ისე ეჩვენებინათ პუბლიკისთვის, წერს გამოცემა Infobae.

„მე, დიეგო მარადონას, ვიმყოფები რა საღ გონებაზე, მსურს გამოვხატო ჩემი ნება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: მინდა, რომ სიკვდილის დღეს ჩემი ცხედარი დააბალზამონ და საჯაროდ გამოფინონ“, — ნათქვამია ნოტარიულად გაფორმებულ დოკუმენტში, რომელზეც გარდაცვალებამდე თვენახევრით ადრე, 13 ოქტომბერს მოუწერია ხელი სპორტსმენს.

ირკვევა, რომ არგენტინელი ვარსკვლავი ბალზამირების იდეას მეგობრებთანაც განიხილავდა.

„არ მინდა სტატუა, მე ისინი არ მომწონს, ზოგჯერ ისინი არაფრით ჰგავს ადამიანებს. სიკვდილის დღეს მე თავად მინდა ვიყო იქ, რომ ხალხი მე მომესალმოს“, — უთქვამ მას ახლობლების წრეში, რასაც მარადონას ადვოკატი მატიას მორლაც ესწრებოდა.

ხუთშაბათს ფეხბურთის ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში იყო დასვენებული, ათობით ათასი ადამიანი მივიდა. ბევრი მათგანი ცერემონიაზე ვერ მოხვდა, რასაც პროტესტები და პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.

დიეგო მარადონა ბუენოს–აირესის მახლობლად დაკრძალეს — მშობლების საფლავთან ახლოს.

 

109
თემები:
მსოფლიო დღეს