გოლის ყველაზე „ბრაზიანი“ აღნიშვნა – ქართველი ფეხბურთელი საუკეთესოთა სიაში მოხვდა

© photo: FC AEKთემურ ქეცბაია
თემურ ქეცბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანული მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ქეცბაიას გოლი, რომელიც მან 1998 წელს „ნიუკასლში“ გამოსვლისას „ბოლტონის“ კარში გაიტანა.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnk. ყოფილი ქართველი ფეხბურთელის თემურ ქეცბაიას მიერ გატანილი გოლის აღნიშვნა, ინგლისური პრემიერ-ლიგის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დასამახსოვრებელ აღნიშვნათა სიაში მოხვდა. სია ბრიტანულმა გამოცემა ВВС-მ შეადგინა.

საუბარია ქეცბაიას გოლზე, რომელიც მან 1998 წელს „ნიუკასლში“ გამოსვლისას „ბოლტონის“ კარში უკანასკნელ წუთზე გაიტანა.

„წარმატების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა გაიხადა მაისური, მოისროლა ის გულშემატკივრისკენ და თავისი ბუცების გადაგდებასაც აპირებდა, მაგრამ ის თანაკლუბელმა ფილიპ ალბერტმა გააჩერა. მაშინ მთელი თავისი ემოცია ქეცბაიამ სარეკლამო ბანერზე „ამოანთხია“. გატანილი გოლის ამგვარ ზეიმს მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე „ბრაზიანი“ შეიძლება ვუწოდოთ“, – წერს ВВС.

ქეცბაია „ნიუკასლში" 1997–2000 წლებში გამოდიოდა. გუნდის შემადგენლობაში მან ითამაშა 78 მატჩში, გაიტანა რვა გოლი. კიდევ ერთი ინგლისური კლუბი ქართველი ფეხბურთელისთვის „ვულვერჰემპტონი“ იყო, რომელშიც ქეცბაიამ ერთი სეზონი გაატარა.

ამჟამად ქეცბაია კვიპროსის „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელია.

ყველა ახალი ამბავი
0