ქართველი მორაგბე საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

© Facebook / Georgian Rugbyსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანგულმა გამოცემამ საქართველოს ნაკრების მორაგბეს საფრანგეთის ჩემპიონატის ამჟამინდელი სეზონის აღმოჩენა უწოდა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „ტულონის“ მორაგბე ბექა გიგაშვილი, ფრანგული გამოცემა Branchezrugby-ს ვერსიით, საფრანგეთის ჩემპიონატის (ТОР-14) პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში შევიდა.

თემურ ქეცბაია: რა განსხვავებაა, მაღაზიაში წახვალ თუ სტადიონზე სავარჯიშოდ>>

„მრავალმხრივი ქართველი მორაგბე ამჟამინდელი სეზონის აღმოჩენაა. გიგაშვილი „ტულონში“ „გრენობლიდან“ გადავიდა. გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამო ის ახალ კლუბს გვიან შეუერთდა, მაგრამ ძალიან სწრაფად მოიკიდა ფეხი თავის პოზიციაზე. ქართველი ძალიან ძლიერია, ფიზიკურად ამტანი და შრომისმოყვარე. მინდორზე დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს. ესაა მოთამაშე, რომელიც „შემოიჭრა“ ამჟამინდელ სეზონში და თავის ფუნქციებს შესანიშნავად ასრულებს“, – ასე ახასიათებს გამოცემა გიგაშვილს.

შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
შოთა არველაძე ევროპის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მოხვდა

„ტულონში“ გამოსვლის მანძილზე 27 წლის გიგაშვილმა უკვე ჩაიწერა თავის ანგარიშზე სამი წარმატებული ლელო, მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში და გულშემატკივარმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.

გიგაშვილი „ტულონში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა. კლუბთან მას სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიგაშვილმა 11 მატჩი ჩაატარა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ТОР-14 ჩემპიონატი გაურკვეველი დროით შეჩერდა. „ტულონს“ საფრანგეთის ჩემპიონატის 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 45 ქულით მეოთხე ადგილი უკავია. კლუბი ТОР-14-ის ლიდერ „ბორდოს“ 16 ქულით ჩამორჩება.

ყველა ახალი ამბავი
0