საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში კორონავირუსის გამო ფორმატს შეიცვლის

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBსაქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჩემპიონატის ყველა კლუბი შეინარჩუნებს საბაზო დაფინანსებას, რომელიც ფედერაციის 2020 წლის ბიუჯეტში იყო ჩადებული.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnk. საქართველოს ამჟამინდელი ჩემპიონატის ჩატარება 36 ტურის ფორმატით წარმოუდგენელია, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ორი უმაღლესი დივიზიონის კლუბების წარმომადგენლებთან გამართა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს ჩემპიონატი ორი ტურის ჩატარების შემდეგ, მარტში შეწყდა.

„ვიდეოკონფერენციაზე ჩვენ კლუბებს გავაცანით ფეხბურთის ფედერაციის სამოქმედო გეგმა. ეროვნული ჩემპიონატის აღდგენა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფიზიკურად შეუძლებელია სეზონის 36 ტურად ჩატარება“, – განაცხადა მუჯირმა.

მისი თქმით, როდესაც ჩემპიონატის გაგრძელების სავარაუდო თარიღი გახდება ცნობილი, სფფ-ის სამუშაო ჯგუფი კლუბების წარმომადგენლებთან ერთად მაქსიმალურად შეეცდება, რომ 2020 წლის სეზონის ფორმატი რეალობას მიუახლოვდეს.

ევრო–2020 - Sputnik საქართველო
კორონავირუსის გამო: ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატი გადაიდო

ამასთან, მუჯირმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჩემპიონატის განახლება ასევე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის დაამტკიცებს უეფა ევროთასების ტურნირების კალენდარს და ეროვნული ნაკრებების მატჩების განრიგს.

„ამ ეტაპზე ყველა კლუბს შეუნარჩუნდება ის საბაზისო დაფინანსება, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული“, – აღნიშნა მუჯირმა.

საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში 10 კლუბი გამოდის. ტურნირი იმართება ოთხ წრედ, თითოეულში ცხრა–ცხრა ტურია. ამგვარად, თითოეული გუნდი ერთმანეთს ოთხჯერ ეთამაშება – ორჯერ საკუთარ მოედანზე და ორჯერ – გასვლით მატჩში.

თბილისის „ლოკომოტივს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს>>

ჩატარებული ორი ტურის შედეგებით, ჩემპიონატის ლიდერია თბილისის „ლოკომოტივი“ ექვსი ქულით, მეორე და მესამე ადგილებზე ოთხ–ოთხი ქულით არიან გორის „დილა“ და თბილისის „საბურთალო". მოქმედი ჩემპიონია თბილისის „დინამო“.

ყველა ახალი ამბავი
0