სპორტის მსოფლიო დღე წელს ონლაინ-რეჟიმში აღინიშნება

CC0 / Pixabay / სპორტდარბაზი
სპორტდარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად რამდენიმე კონკურსი გამოაცხადა

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. სპორტის საერთაშორისო დღე ტრადიციულად 6 აპრილს აღინიშნება. თუმცა ტრადიცია არც ისე დიდი ხნისაა. პირველად ის 2014 წელს გაეროს გადაწყვეტილებით გაიმართა, ხოლო მისი დანიშნულება ადამიანებისა და ერების გაერთიანებაა, რადგან სპორტი - ერთგვარი უნივერსალური ენაა.

ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
ქართველი ოლიმპიელი სპორტსმენები კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან

სამწუხაროდ, 2020 წლის 6 აპრილს ადამიანები გააერთიანა არა სპორტმა, არამედ სხვა „უნივერსალურმა ენამ“ - კორონავირუსის პამდემიამ, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში მძვინვარებს. სპორტი კი ყველას დაავიწყდა - ის უბრალოდ გააუქმეს. რა თქმა უნდა, დროებით. და რა მოსატანია აქ ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატები, ჩოგბურთისა და კალათბურთის ტურნირები, როდესაც უეფამ და მსოფლიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები 2021 წლისთვის გადაიტანეს. „არ ნებდება“ მხოლოდ ბელარუსი, ნიკარაგუა და ბურუნდი, სადაც ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატები გრძელდება.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, წლევანდელი სპორტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ყველა მოვლენა და ღონისძიება, ისტორიაში პირველად ონლაინ-სივრცეშია გადატანილი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციამ „მსოფლიო და სპორტი“. წელს ღონისძიების მთავარი გზავნილია „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.

ოლიმპიური ცეცხლი - Sputnik საქართველო
ოლიმპიადა გადაიდო – იაპონია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საბოლოოდ შეთანხმდნენ

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლის შტაბ-ბინა მონაკოშია, წელს მონაწილე ქვეყნებისთვის საგანგებო პროტოკოლი შეიმუშავა. მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს ონლაინ-სივრცეში სთავაზობს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას - ვიდეო-, ფოტო- და ესეების კონკურსებს, ონლაინ-შეხვედრებს ცნობილ სპორტსმენებთან და „თეთრი ბარათების“ ტრადიციულ კამპანიას.

„თეთრი ბარათი“ - მშვიდობის სიმბოლოა და წელს დამატებით დატვირთვას შეიძენს - სპორტსმენები „თეთრ ბარათთან“ ერთად გადაღებულ ფოტოსთან ერთად ატვირთავენ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილი ფონდის ლოგოს ფოტოს და საზოგადოებას ქველმოქმედებისკენ მოუწოდებენ.

ყველა ახალი ამბავი
0