კლუბ „ანორთოსისის“ ქართველი ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ

© Sputnik / STRINGERფეხბურთი. საქართველო - ირლანდია
ფეხბურთი. საქართველო - ირლანდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შექმნილ ვითარებაში სპორტსმენები, კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის მიუხედავად, ოჯახებისგან შორს ვერ დარჩებოდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. კვიპროსის საფეხბურთო კლუბ „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კორონავირუსის გამო გუნდის ქართველი ფეხბურთელების სამშობლოში დაბრუნებაზე ისაუბრა.

ქართველი ოლიმპიელი სპორტსმენები კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან >>

კვიპროსის ერთ-ერთი რადიოსადგურის ეთერით ქართველმა მწვრთნელმა აღნიშნა, რატომ გადაწყვიტეს კლუბ „ანორთოსისის“ ფეხბურთელებმა მურთაზ დაუშვილმა და ჯანო ანანიძემ საქართველოში დაბრუნება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.

„დაუშვილმა მითხრა, რომ ვერ იძინებდა ღამით, რადგან მისი მეუღლე და შვილები საქართველოში იმყოფებოდნენ. ის ელოდა ოჯახის წევრების ჩამოსვლას, მაგრამ მაშინ რთული იქნებოდა მათი დაბრუნება საქართველოში, ვინაიდან აეროპორტები პრაქტიკულად დაიხურა“, – განაცხადა მწვრთნელმა.
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
კორონავირუსისგან განკურნებული კიდევ ერთი პაციენტი საავადმყოფოს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

ასეთივე ვითარებაში აღმოჩნდა ჯანო ანანიძეც. თემურ ქეცბაიას თქმით, სპორტსმენებმა ვერ მიატოვეს ოჯახები. „მე კი ვერ შევაჩერე ისინი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გუნდთან კონტრაქტი აქვთ“, – ამბობს მწვრთნელი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19-ით გამოწვეული და ჩინეთის უჰანიდან გავრცელებული ინფექციის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში სულ დაავადდა 398 979 ადამიანი, აქედან 17 365 გარდაიცვალა, 103 748 კი გამოჯანმრთელდა. კვიპროსში 116 ინფიცირებულია გამოვლენილი, აქედან ერთი გარდაიცვალა.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 70-ს მიაღწია, მათგან 9 გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის 4055 ადამიანი კარანტინში იმყოფება, 252 კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

 

ყველა ახალი ამბავი
0