სფფ: საქართველო–ბელარუსის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს გულშემატკივარი არ დაკარგავს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიზურიკო დავითაშვილი
ზურიკო დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გულშემატკივრებს, რომლებიც ვერ შეძლებენ გადადებულ მატჩზე დასწრებას და ბილეთების დაბრუნებას გადაწყვეტენ, თანხა დაუბრუნდებათ.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოსა და ბელარუსის გუნდებს შორის 26 მარტს დაგეგმილ უეფას ერთა ლიგის ნაევარფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გამოყენებას გულშემატკივრები მაშინ შეძლებენ, როდესაც მატჩი გაიმართება,  ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში. 

ევრო 2020-ის ოფიციალური ბურთი - Sputnik საქართველო
კორონავირუსის გამო: უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩები შეაჩერა

დაგეგმილი მატჩი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გადაიდო. მატჩის გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„საქართველო–ბელარუსის მატჩზე დასასწრები ბილეთების მქონე ადამიანებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ბილეთები და კონკრეტული თარიღის დანიშვნის შემდეგ არსებული ბილეთით დაესწრონ მატჩს“, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში. 

ამასთან, სფფ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ვერ შეძლებენ გადადებულ მატჩზე დასწრებას და ბილეთების დაბრუნებას გადაწყვეტენ, თანხა დაუბრუნდებათ.

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩების და საერთოდ ევრო–2020-ის გადადების გადაწყვეტილება 17 მარტს უეფას სპეციალურ სხდომაზე იქნა მიღებული, რომელიც უეფას წევრი 55-ვე ქვეყნის მონაწილეობით ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩატარდა.

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება, ხოლო უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალები, წინასწარი ინფორმაციით – მიმდინარე წლის ივნისში. მატჩების გამართვის ზუსტი თარიღები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0