თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ოსაკაში გაზაფხულის ჰაცუ ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
ტურნირის მე-11 დღეს ქართველი სპორტსმენი დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა და მეტოქეს ჰატაკიკომის ილეთით, იგივე ჰენკათი სძლია.
ჰაცუ ბაშოზე ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინმა გაიუმჯობესა გამარჯვებისა და დამარცხების ბალანსი. ამჟამად გორგაძის აქტივში ხუთი გამარჯვება და ექვსი წარუმატებელი გამოსვლაა.
იმისათვის, რომ რეიტინგში საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესოს, სუმოისტმა დარჩენილი ოთხი ორთაბრძოლიდან სამი წარმატებით უნდა დაასრულოს.
ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიომარუ იქნება.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელიც ტურნირზე 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ცხრა მედლის მოპოვება შეძლო. მათგან ოთხი ოქროს მედალია, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოსი.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველო ხუთმა სპორტსმენმა წარმოადგინა. მათგან სამმა მედალი მოიპოვა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზაზე საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და ანგარიშით 8:0 დაამარცხა.
„ლოკომოტივი“ 31 იანვრის ჩათვლით განაგრძობს მომზადებას და ორ შეხვედრას გამართავს. კერძოდ, 24 იანვარს „საბურთალოსთან“, ხოლო 31 იანვარს ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ.
გუნდს ამბიციური მიზნები აქვს და, მისი ხელმძღვანელობის აზრით, წელს „ლოკომოტივი“ სამეულში მოხვედრას შეძლებს და ევროსარბიელზეც წარმატებით წარდგება.
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა, ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მე-13 ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ექვსი თვის განმავლობაში ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა.
მშვიდობისმყოფელების პირველ ასეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ.
მათ ჯარისკაცებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა.
ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.
საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.