ევრო–2020

კორონავირუსის გამო: ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატი გადაიდო

53
(განახლებულია 20:39 17.03.2020)
ევროპის ჩემპიონატი მოქმედი ფორმულით ევროპის 12 ქალაქში 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც მიმდინარე ზაფხულში 12 ქალაქში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გავრცელების გამო ერთი წლით გადაიდო. 

ევროპის ჩემპიონატის მატჩები ევროპის 12 ქალაქში უნდა ჩატარებულიყო. თავიდან ტურნირის გამართვა ივნისი–ივლისში იყო დაგეგმილი.

ადრე უეფამ განაცხადა, რომ სამშაბათს, 17 მარტს ვიდეოკონფერენცია გაიმართებოდა, რომელზეც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველა ევროპული შეჯიბრების, მათ შორის, ევროპის ჩემპიონატის ჩატარების საკითხებზე იმსჯელებდნენ.

მანამდე ევროპაში კორონავირუსის გავრცელების გამო შეჩერდა ინგლისის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და სხვა ქვეყნების ჩემპიონატების მატჩები, ასევე ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშებები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

53
თემები:
სპორტის ამბები (729)
ეთერ თუთბერიძე აღსაზრდელებთან ერთად

„ჩვენს საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ“ - თუთბერიძემ მიღებულ ჯილდოზე ისაუბრა

75
(განახლებულია 18:34 12.07.2020)
განსაკუთრებით სასიხარულოა ქალიშვილის - დიანა დევისის მედლები, განაცხადა თუთბერიძემ. 17 წლის გოგონა ფიგურულ ციგურაობაში ასპარეზობს

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. მიღებული ჯილდო - განვლილი გზის, შესრულებული სამუშაოს აღიარებაა, განაცხადა ფიგურულ ციგურაობაში დამსახურებულმა მწვრთნელმა ეთერ თუთბერიძემ, მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) Skating Awards-ის პრემიის „საუკეთესო მწვრთნელის“ ნომინაციაში საკუთარი გამარჯვების კომენტირებისას.

ისტორიაში პირველი ISU Skating Awards-ის ცერემონია შაბათს  ონლაინ-რეჟიმში გაიმართა. ეთერ თუთბერიძემ აჯობა ამერიკელ სპეციალისტ რაფაელ არუთინიანს, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ნატან ჩენს წვრთნის, და კანადელ ბრაიან ორსერს, რომელიც ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ იუძურუ ჰანიუს და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ევგენია მედვედევას ავარჯიშებს, რომელმაც თავის ყველა მნიშვნელოვან გამარჯვებას თუთბერიძის ხელმძღვანელობით მიაღწია.

„ჩემთვის, როგორც ყველა მწვრთნელისთვის, ეს არის განვლილი გზის, შესრულებული სამუშაოს აღიარება. მით უმეტეს, რომ მეტოქეები ძალიან ღირსეული მყავდა. ნომინანტებს შორის რომ მოვხვდი, ესეც დიდი პატივია“, - ციტირებს თუთბერიძეს რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური.

მწვრთნელმა ასევე წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო გაამხილა: „ჩვენს საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ, მეტი არაფერია. ჩემთვის ყოველი სტარტი, კვარცხლბეკი - ჩემი გზის ნაწილია. ერთი შეჯიბრება მთავრდება, მე კი უკვე იმაზე ვფიქრობ, რაზე უნდა ვიმუშაო შემდგომში, როგორ შევინარჩუნო ან გავაუმჯობესო სპორტული ფორმა ან გამოვასწორო შეცდომები“.

თუთბერიძის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა ქალიშვილის - დიანა დევისის მედლები, რომელიც ყინულზე ცეკვებში გლებ სმოლინთან წყვილში ასპარეზობს. მწვრთნელმა ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მინდა დავდგა ისეთი პროგრამები, რომელიც მაყურებელს გულს აუჩუყებს, დააფიქრებს“, - აღნიშნა თუთბერიძემ.

მწვრთნელი მუშაობს 2018 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა ზაგიტოვასთან, 2020 წლის ევროპის ჩემპიონ ანა კოსტორნაიასთან, რუსეთის ორგზის ჩემპიონ ანა შჩერბაკოვასთან, იუნიორთა შორის რუსეთის ორგზის ჩემპიონ დანიილ სამსონოვთან. სპეციალისტმა ასევე იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ორ უმაღლეს ჯილდომდე ალექსანდრა ტრუსოვა მიიყვანა.

75
გიორგი შაქარაშვილის გუნდელები

„საბურთალომ“ თამაშში გამარჯვება გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა

135
(განახლებულია 15:01 12.07.2020)
მოკლული ფეხბურთელის გუნდელები მოედანზე გავიდნენ მისი ფოტოს გამოსახულებიანი მაისურებით და დევიზით - „ყველა გოლი და გამარჯვება შენ გეძღვნება, შაქარ!“

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მეორე გუნდმა გამართა პირველი მატჩი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან, რომელიც მცხეთაში დაუდგენელ გარემოებაში გარდაიცვალა.

გიორგის გუნდელები მოედანზე გავიდნენ მისი ფოტოს გამოსახულებიანი მაისურებით. თამაში გაიმართა დევიზით -„ყველა გოლი და გამარჯვება შენ გეძღვნება, შაქარ!“

„საბურთალომ“ მარტივად მოუგო „სპაერს“ - ამხანაგური მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა.

„საბურთალოს“ აკადემიაში გიორგი მივიდა, როდესაც ათი წლისაც არ იყო. მან ითამაშა ყველა ასაკობრივ გუნდში - U-15, U-17 და U-19.

გარდაცვლილ ახალგაზრდა სპორტსმენს ოთხდღიანი ძებნის შემდეგ არაგვში 22 ივნისს მიაგნეს, რამდენიმე კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც ის ბოლოს ცოცხალი ნახეს. ის უკვალოდ დაიკარგა წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ, რომელიც მცხეთის აგარაკზე სტუმრებს შორის მოხდა.

ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი – რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი >>

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ასევე მას აღმოაჩნდა უამრავი დაზიანება, რაც საქმის გადაკვალიფიცირების საფუძველი გახდა - ჯგუფური ძალადობის მუხლი მკვლელობით შეიცვალა.

135
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე
Wizz Air

აბუ-დაბი: ქუთაისიდან პირდაპირ რეისებს Wizz Air-ი შეასრულებს

0
(განახლებულია 12:30 13.07.2020)
როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" აცხადებენ, ქუთაისის აეროპორტიდან არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ისტორიაში პირველად, ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი ავიარეისები განხორციელდება, იუწყება "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" პრეს-სამსახური.

1 ოქტომბრიდან მგზავრები ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით ფრენას კვირაში ორჯერ - ხუთშაბათს და კვირას - შეძლებენ.

აბუ-დაბის მიმართულებთ ფრენებს დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ეს პირველი კომპანიაა, რომელიც Wizz Air-მა ევროპის საზღვრებს გარეთ შექმნა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ახალი არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ კომპანიას საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.

„მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანჰია Wizz Air-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი ჩვენი მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია. 8-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოებას განაგრძობს. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა", — აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს Airbus A321neo შეასრულებს.

0
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში