ქართველმა სუმოისტმა იაპონიის ტურნირზე მორიგი მარცხი განიცადა

© courtesy of Caucasus Universityლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირზე ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა შოჰოძანი იქნება. ტოჩინოშინს შოჰოძანისთვის აქამდე ჩატარებული 22 შეხვედრიდან 14  მოგებული აქვს.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ოსაკაში გაზაფხულის ჰაცუ ბაშოზე მეექვსე მარცხი განიცადა.

ტურნირის მეცხრე დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირა მიოგირიუსთან დამარცხდა. 

ამ მარცხის შემდეგ ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინის ბალანსია 3–6 (სამი გამარჯვება და ექვსი მარცხი) და იმისთვის, რომ რეიტინგში ჩამოქვეითება არ გააგრძელოს, მან დარჩენილი ექვსი ორთაბრძოლიდან ხუთი გამარჯვებით უნდა დაასრულოს.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა შოჰოძანი იქნება. ამ დღეს სპორტსმენები ერთმანეთს 23-ედ დაუპირისპირდებიან. ტოჩინოშინს შოჰოძანისთვის აქამდე ჩატარებული 22 შეხვედრიდან 14 მოგებული აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0