საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების კაპიტანი: ჩვენ ესტონეთთან მატჩში ფავორიტი ვართ

© Sputnik / Vladimir Umikashviliჩოგბურთის ნაკრები
ჩოგბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატჩის კენჭისყრა ხუთშაბათს, 5 მარტს გაიმართება. შეხვედრები კი პარკ „მზიურის" კორტებზე 6 და 7 მარტს ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის მამაკაცთა ნაკრების კაპიტანი დავით კვერნაძე მიიჩნევს, რომ სწორედ მისი გუნდია ფავორიტი დევისის თასის პლეი-ოფის მატჩში ესტონეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ კვერნაძემ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი გუნდი ამ წყვილის ფავორიტია. ესტონელებს ლიდერი კრისტიან ტამი აკლიათ. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მატჩს სახლში ვატარებთ, შესაბამისად, ქართველი ქომაგის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ჩვენი უდიდესი პლუსი ნიკოლოზ ბასილაშვილის დაბრუნებაა. ნიკა ჩვენი მთავარი იარაღია. ამ მომენტისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩოგბურთელი კარგ ფორმაშია", – განაცხადა კვერნაძემ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliნაკრების კაპიტანი დავით კვერნაძე
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების კაპიტანი: ჩვენ ესტონეთთან მატჩში ფავორიტი ვართ - Sputnik საქართველო
ნაკრების კაპიტანი დავით კვერნაძე

ამასთან, ნაკრების კაპიტანმა ამ შეხვედრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თუ ამ შეხვედრას ესტონეთთან წააგებენ, დევისის თასის მესამე ჯგუფში გადავლენ. თუ მოიგებენ, შეინარჩუნებენ მეორე ჯგუფის საშვს. ვითარების მნიშვნელობა ყველა მოთამაშეს ესმის და ამიტომ კვერნაძე დარწმუნებულია, ისინი ამ შეხვედრებს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

მატჩზე ისაუბრა ასევე საქართველოს ნაკრების ლიდერმა, მსოფლიოს 27-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

„ძალიან გამოგვადგა იანვარში ავსტრალიაში გამართული ATP CUP. ამ ტურნირმა გუნდი კიდევ უფრო შეკრა და დევისის თასის ამ მატჩისთვის კარგი რეპეტიციაც გამოგვივიდა", – განაცხადა ჩოგბურთელმა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების კაპიტანი: ჩვენ ესტონეთთან მატჩში ფავორიტი ვართ - Sputnik საქართველო
ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა ასევე შეაფასა თავისი ფიზიკური ფორმა.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ოპერაციის შემდეგ ბოლომდე ფორმაში შესვლა ვერ მოვასწარი, მაგრამ თანმიმდევრულად ვუმატებ. იმედი მაქვს, რომ ესტონელებთან თამაშში საუკეთესო თვისებების გამოვლენას შევძლებ", – განაცხადა ბასილაშვილმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასევე ითამაშებენ ალექსანდრე მეტრეველი (564 АТР-ს რეიტინგში), გიორგი ცივაძე (866), ზურაბ ტყემალაძე (ურეიტინგო) და ნიკა დავლიანიძე (ურეიტინგო).

მატჩის კენჭისყრა ხუთშაბათს, 5 მარტს გაიმართება. შეხვედრები კი პარკ „მზიურის" კორტებზე 6 და 7 მარტს ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0