საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები უეფას ერთა ლიგაში შეხვდებიან

© photo: press-service of the Georgian Football Federationუეფას ერთა ლიგა. საქართველო-ლატვია
უეფას ერთა ლიგა. საქართველო-ლატვია - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020/2021 სეზონის უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება – სექტემბრიდან ნოემბრამდე.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. 2020/2021 სეზონის უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ფეხბურთის ნაკრები С დივიზიონში სომხეთის, ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებს დაუპირისპირდება.

ახალი სეზონის უეფას ერთა ლიგის მეორე ტურნირის კენჭისყრა ამსტერდამში გაიმართა. 55 ევროპული ნაკრები ოთხ დივიზიონში განაწილდა – А, В, С და D.

С დივიზიონში, საქართველოს ნაკრების გარდა, ოთხ ჯგუფად განაწილებული კიდევ 15 გუნდი ითამაშებს.

რაგბი - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბისა და ფეხბურთის ნაკრებების მატჩებს კორონავირუსის გამო არ გადაიტანენ

С დივიზიონი

I ჯგუფი – აზერბაიჯანი, ლუქსემბურგი, კვიპროსი, მონტენეგრო

II ჯგუფი – სომხეთი, ესტონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველო

III ჯგუფი – მოლდოვა, სლოვენია, კოსოვო, საბერძნეთი

IV ჯგუფი – ყაზახეთი, ლიეტუვა, ბელარუსი, ალბანეთი.

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება – სექტემბრიდან ნოემბრამდე. ფინალური რაუნდი 2021 წლის ივნისის დასაწყისში გაიმართება, პლეი-ოფის რაუნდი – 2022 წელს.

საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში თავისი პოზიციები შეინარჩუნა >>

უეფას ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში (2018/2019 სეზონი) საქართველოს ნაკრები D დივიზიონში თავის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ტურნირის ნახევარფინალში მოხვდა. ამ ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის 26 მარტს თბილისში ბელარუსს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები შეხვდებიან. პლეი-ოფის გამარჯვებული EURO-2020-ზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0