საქართველოს რაგბისა და ფეხბურთის ნაკრებების მატჩებს კორონავირუსის გამო არ გადაიტანენ

გამოწერა
საქართველოს რაგბის კავშირში განაცხადეს, რომ არანაირი ოფიციალური რეკომენდაცია საქართველო–რუსეთის მატჩის ცარიელი ტრიბუნებით გამართვის შესახებ არ მიუღიათ.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. რაგბიში ევროპის ერთა თასის მატჩს საქართველოსა და რუსეთს შორის 14 მარტს და უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას საქართველოსა და ბელარუსს შორის 26 მარტს, რომლებიც თბილისში უნდა გაიმართოს, კორონავირუსის გამო არ გადაიტანენ.

COVID 2019: დაფიქსირდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 40 დღის განმავლობაში>>

კორონავირუსთან ბრძოლის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რეკომენდაცია გასცა, რომ გაუქმდეს მასობრივი თავშყრის ადგილებში ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის გავრცელება.

„ამ ეტაპზე საკითხს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის მატჩის გადატანის შესახებ არ განვიხილავთ“, – განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ ფეხბურთის ფედერაციის პრეს–სამსახურში.

წყალბურთი. ალექსანდრე ურუშაძე - Sputnik საქართველო
კორონავირუსის გამო წყალბურთის მატჩზე თბილისში ტრიბუნები ცარიელი იქნება

ანალოგიური განცხადება გააკეთეს ქვეყნის რაგბის კავშირში.

„ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური რეკომენდაცია საქართველო–რუსეთის მატჩის გადატანის ან მისი ცარიელი ტრიბუნებით ჩატარების თაობაზე არ მიგვიღია“, – აღნიშნეს რაგბის კავშირის პრეს–სამსახურში.

ამასთან, რაგბის კავშირში დაამატეს, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ–გაყიდვა უკვე დაიწყო. საქართველო–რუსეთის მატჩი 14 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სატდიონზე გაიმართება.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის X ტურის მატჩი თბილისის „დინამოსა“ და საფრანგეთის „მარსელს“ შორის, რომელიც 3 მარტს თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება, კორონავირუსის საფრთხის გამო ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდება

3 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუფიქსირდა – ირანიდან დაბრუნებულ ორ მამაკაცს და იტალიიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქალს.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 27 პაციენტი რჩება>>

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

ყველა ახალი ამბავი
0