ყველა ბილეთი გაყიდულია – გულშემატკივარი საქართველო-ბელარუსის მატჩის მოლოდინშია

© Sputnik / STRINGER"დინამო არენა"
დინამო არენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გულშემატკივრებს შორის უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისადმი დიდი ინტერესი შეიმჩნევა – ონლაინ რეჟიმში ერთ დღე-ღამეში 26 ათასი ბილეთი გაიყიდა.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და ბელარუსის გუნდებს შორის უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დინამო არენა - Sputnik საქართველო
საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებ ბილეთებზე დიდი მოთხოვნაა

ბილეთების გაყიდვა ონლაინ-რეჟიმში 15 თებერვალს დაიწყო, უშუალოდ „დინამო არენის" სალაროებში კი მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა 22 თებერვლიდან იყო შესაძლებელი.

ფედერაციის წარმომადგენლების მონაცემებით, გულშემატკივრებს შორის უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისადმი დიდი ინტერესი შეიმჩნევა – ონლაინ რეჟიმში ერთ დღე-ღამეში 26 ათასი გაიყიდა.

უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში ნახევარფინალური მატჩი ბელარუსისა და საქართველოს გუნდებს შორის თბილისში, „დინამო არენას" სტადიონზე 26 მარტს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში შეხვდებიან კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდები. ამ ჯგუფის ფინალური მატჩი 31 მარტს საქართველო–ბელარუსს შორის გამარჯვებულის მოედანზე გაიმართება.

გამარჯვებული ევროპის 2020 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს, რომელიც კონტინენტის 12 ქალაქში 12 ივნისიდან 12 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0