ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო

© AP Photo / Trevor Collensნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე მეოთხედფინალამდე მიაღწია და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (29-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში) ATP 500-ის სერიის დუბაის ტურნირის პირველი წრის მატჩში ლიეტუველ რიჩარდას ბერანკისს (62) მოუგო.

პირველ სეტში ქართველ ჩოგბურთელს მოგებისთვის სულ ცოტა დააკლდა – 5:7. მეორე სეტში ბრძოლა ისეთივე დაძაბული იყო – 7(7):6(2). მესამეში კი ბასილაშვილმა თავისი ხასიათი გამოავლინა – 6:3. ნიკას ანგარიშზეა 14 ეისი და 10 ორმაგი შეცდომა, ხოლო სეტების მიხედვით ანგარიში გახდა 2:1.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზე რუსეთის წარმომადგენელთან დამარცხდა

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩამდე ბასილაშვილი და ბერანკისი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს შეხვდნენ. მაშინ ლიეტუველი ჩოგბურთელი ბასილაშვილზე ძლიერი აღმოჩნდა – 2:1.

შარშან კი ბასილაშვილი დუბაის ტურნირზე საკმაოდ წარმატებულად წარდგა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. მეოთხედფინალში მან ხორვატ ბორნა ჩორიჩთან (13) სამ სეტში წააგო – 6:4, 2:6, 6:7. მატჩი თითქმის ორსაათნახევარს გაგრძელდა.

Dubai Duty Free — ATP და WTA სერიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურნირია, რომელშიც გამარჯვება აქვთ მოპოვებული ჩოგბურთის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ვინუს უილიამსი. ტურნირი 2 მარტამდე გაგრძელდება და მისი საპრიზო ფონდი 2 529 840 აშშ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0