საფეხბურთო კლუბი „საბურთალო" პირველად ისტორიაში საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა

გამოწერა
სუპერთასზე მატჩით დაიწყო 2020 წლის ახალი საფეხბურთო სეზონი. ქვეყნის ჩემპიონატი 29 თებერვალს დაიწყება.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისის კლუბი „საბურთალო" პირველად თავის ისტორიაში ფეხბურთში საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა. სლავა მეტრეველის სახელობის ჯილდოსთვის „საბურთალომ" თბილისის „დინამოს" 1:0 მოუგო.

ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე პენალტით გიორგი კოხრეიძემ გაიტანა.

„საბურთალომ“ საქართველოს ფეხბურთის თასი მოიგო

 - Sputnik საქართველო
„საბურთალომ“ საქართველოს ფეხბურთის თასი მოიგო

მთლიანობაში, „საბურთალომ" მოედანზე თავისი თამაშით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. პირველ ტაიმში საქართველოს თასის მოქმედმა მფლობელმა რამდენიმე საშიში მომენტი კი შექმნა მეტოქის კართან, მაგრამ ეს შედეგით არ დასრულებულა.

შესვენების შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა თამაშის ტემპი და დინამიკა შეანელეს.

კლუბი „საბურთალო" უკვე მესამე წელია, ტიტულის გარეშე არ რჩება. 2018 წელს ის საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2019 წელს მოიგო ქვეყნის თასი და ახლა სუპერთასის მფლობელიც გახდა.

საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ ევროპა ლიგაში ახალი სენსაცია მოხდინა>>

სუპერთასის გათამაშების მატჩით საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო. ქვეყნის ჩემპიონატი ფეხბურთში 29 თებერვალს თბილისის „დინამოსა" და „თელავის" შეხვედრით გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0