ორი „დინამოს" – თბილისისა და კიევის დუელში უკრაინელმა ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს

© FC Dinamo Tbilisi / FBთბილისის „დინამო" - კიევის „დინამო"
თბილისის „დინამო - კიევის „დინამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეზონისწინა მომზადების ფარგლებში ჩატარებული შვიდი მატჩიდან თბილისის „დინამომ“ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა, დანარჩენ შემთხვევებში კი წააგო.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თბილისის „დინამომ" თურქეთში სეზონისწინა შეკრება კიევის „დინამოსთან" ტესტ-მატჩის წაგებით დაასრულა – 0:2.

შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა, იქმნებოდა საშიში და საგოლე მომენტები ორივე მხრიდან. თუმცა, თავიანთი შანსები კიეველებმა გამოიყენეს, ქართველებმა – ვერა.

პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც უკრაინელების გამარჯვებით დასრულდა – 1:0, თბილისის „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მოთამაშეების ცვლილებები განახორციელა. ამან მნიშვნელოვნად გააძლიერა ქართული კლუბის შემტევი მოქმედებები, მაგრამ უშედეგოდ. კიეველებმა მეორე გოლის გატანაც შეძლეს.

ამ მარცხის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის დინამოელებმა სეზონისწინა შეკრება ცუდად ჩაატარეს. შვიდ მატჩში მათ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს, ერთი თამაში ფრედ დაასრულეს, დანარჩენ შემთხვევებში კი წააგეს.

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 29 თებერვალს იწყება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თბილისის „დინამო" და „თელავი".

ყველა ახალი ამბავი
0