მერაბ დვალიშვილი პირველად UFC-ის 15 საუკეთესო მებრძოლს შორის მოხვდა

© courtesy of Will Paul მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა რიო-რანჩოში შერეულ ორთაბრძოლაში პრესტიჟულ ტურნირზე UFC Fight Night 167 ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. 29 წლის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ტოპ-15-ის რეიტინგში მოხვდა.

დვალიშვილი, რომელიც ყველაზე მსუბუქ წონაში ასპარეზობს (-61,2 კგ), რიო-რანჩოში (აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატი) შერეული ორთაბრძოლების პრესტიჟულ ტურნირზე UFC Fight Night 167 ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა.

ბოლო ორთაბრძოლაში დვალიშვილი დაუპირისპირდა ამერიკელ კენი კეისის, რომელიც თავისი დივიზიონის მე-15 პოზიციას იკავებდა.

ქართველ მებრძოლს გამარჯვება მსაჯებმა ერთხმად მიანიჭეს (30-27, 30-25, 29-28). გარდა ამისა, დვალიშვილმა დაამყარა რეკორდი ტეიკდაუნების რაოდენობით (ყველაზე მსუბუქ წონაში) - ერთ ორთაბრძოლაში 12 ტეიკდაუნი დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0