რამ გააოცა ინგლისელები ყვარელში: ფეხბურთის სტადიონი ძველი ციხე-სიმაგრის კედლებში

© photo: Cultural Heritage of Georgia / FBყვარლის ციხე-სიმაგრე
ყვარლის ციხე-სიმაგრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მეხუთე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთის გუნდ „დურუჯს“ მოტივაციას ძველი ციხე-სიმაგრის კედლები უმაგრებს

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. საფეხბურთო მოედანი ყვარელში ბრიტანული გამოცემა The Sun Dream Team-ის ყურადღების ცენტრში მოექცა.

გაზეთმა Facebook-ზე გამოაქვეყნა სტადიონის ფოტო, რომელიც ძველი ციხე-სიმაგრის შიგნით მდებარეობს.

ბოჭორმა - Sputnik საქართველო
შიდა ქართლში XVII საუკუნის ციხე აღადგინეს

„საქართველოს მეხუთე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთის გუნდ „დურუჯის“ სტადიონი უძველესი ციხე-სიმაგრის კედლებში მდებარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ასეთ მინდორზე თამაშობთ!“, - წერს The Sun Dream Team.

ყვარლის ციხე-სიმაგრე XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ის 1985–1987 წლებში აღადგინეს, ხოლო 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0