თბილისის „დინამომ" ტესტ-მატჩებში პირველი გამარჯვება მოიპოვა

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBთბილისის „დინამო"
თბილისის „დინამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთადერთი და გამარჯვების გოლი უკრაინის „ალექსანდრიის" წინააღმდეგ მატჩში თორნიკე ახვლედიანმა 87-ე წუთზე გაიტანა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თურქეთში სეზონისწინა შეკრებაზე მყოფმა თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ" ტესტ-მატჩში უკრაინის „ალექსანდრიას" 1:0 მოუგო. ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ეს გამარჯვება ქართული კლუბისთვის პირველი გახდა.

ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე გავიდა. ექვსი ტესტ-მატჩის მანძილზე პირველი გამარჯვება დედაქალაქის გუნდს თორნიკე ახვლედიანმა მოუტანა.

პირველი სეზონისწინა შეკრების დროს, რომელიც ასევე თურქეთში გაიმართა, დინამოელებმა სამი ამხანაგური მატჩი გამართეს და სამივეჯერ დამარცხდნენ.

თბილისის „დინამომ" სეზონისწინა პირველი შეკრება წარუმატებლად ჩაატარა>>

ამჯერად ქართველმა ფეხბურთელებმა ითამაშეს სერბეთის „რადნიკთან" – ფრე 2:2 და ბოსნიის „მლადოსტისთან" – წააგეს 0:1.

ბოლო ტესტ-მატჩს კახაბერ ჩხეტიანის გუნდი 15 თებერვალს კიევის „დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 29 თებერვალს იწყება. ერთმანეთს შეხვდებიან თბილისის „დინამო" და „თელავი".

ყველა ახალი ამბავი
0