თორნიკე შენგელია ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს

© photo: Baskonia / FB თორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიგა ენდესის საუკეთესო გუნდად კლუბი „ბასკონია" აღიარეს, რომელშიც ქართველი კალათბურთელი 2014 წლიდან თამაშობს.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ლიგა ენდესის გასული სეზონის შედეგებით საუკეთესო კალათბურთელად საქართველოს ნაკრების წამყვანი კალათბურთელი და ესპანური კლუბი „ბასკონიის" კაპიტანი თორნიკე შენგელია დაასახელეს.

ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე გამორჩეული იყო არა მხოლოდ ქართველი ლეგიონერი, არამედ მისი კლუბიც. ლიგა ენდესის საუკეთესო გუნდად Premios Gigantes „ბასკონია" აღიარეს.

​შენგელია „ბასკონიაში" 2014 წლიდან თამაშობს.

Premios Gigantes-ის ჯილდოების გადაცემის XXIII საზეიმო ცერემონია გუშინ, საღამოს Endesa-ს შტაბ-ბინაში, მადრიდში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0