ქართველი მოციგურავე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიმორის ყვითელაშვილი
მორის ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მორის ყვითელაშვილი მეორე ქართველი მოციგურავეა ელენე გედევანიშვილის შემდეგ, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე მედალი მოიპოვა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მიიღო. ჩემპიონატი ამ დღეებში ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარეობს.

თავისუფალი პროგრამისთვის ყვითელაშვილმა 163.94 ქულა მიიღო და ჯამური 246.71 ქულით (მოკლე პროგრამაში - 82.77) საპატიო კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

აღსანიშნავია, რომ ვერცხლის მედლამდე ყვითელაშვილს სულ სამი მეასედი ქულა არ ეყო. მეორე ადგილზე გასულმა არტურ დანიელიანმა (რუსეთი) 246.74 ქულა მიიღო. ჩემპიონი გახდა რუსეთის წარმომადგენელი დმიტრი ალიევი (272.89).

კიდევ ერთმა ქართველმა მოციგურავემ ირაკლი მაისურაძემ 214,47 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.

ალინა ბუტაევ და ლუკა ბერულავა - Sputnik საქართველო
პირველი ოლიმპიური ოქრო ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში

ყვითელაშვილისთვის ევროპის ამჟამინდელ ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაო საუკეთესო შედეგია კარიერის განმავლობაში. აქამდე მისი საუკეთესო მიღწევა 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი იყო.

ყვითელაშვილი მეორე ქართველი მოციგურავეა, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე მედალი მოიპოვა. 2010 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ელენე გედევანიშვილი.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან ასევე იბრძოლებენ ალინა ურუშაძე (ინდივიდუალური შეჯიბრება) და მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას საცეკვაო წყვილი.

ყველა ახალი ამბავი
0