ქართველი მოციგურავეები ავსტრიაში ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშიმორის ყვითელაშვილი
მორის ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი გახდება ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპი, რომელიც მონრეალში (კანადა) მარტში გაიმართება.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ხუთი ქართველი მოციგურავე ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ავსტრიის ქალაქ გრაცში გაემგზავრა – ჩემპიონატი სტარტს ოთხშაბათს, 22 იანვარს აიღებს.

ალინა ბუტაევ და ლუკა ბერულავა - Sputnik საქართველო
პირველი ოლიმპიური ოქრო ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან: მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე (მამაკაცები), ალინა ურუშაძე (ქალები), მარია კაზაკოვა და გიორგი რევია (ცეკვები ყინულზე).

ყინულზე 35 მოციგურავე გამოვა, მათგან მხოლოდ 24-ს შეარჩევენ თავისუფალ პროგრამაში.

შეჯიბრი გახდება ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპი, რომელიც მონრეალში (კანადა) მარტში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატი 25 იანვრამდე გაგრძელდება. შეჯიბრების ბოლო დღეს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ ქალები და საცეკვაო დუეტები.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ლოზანაში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 16 წლის ალინა ურუშაძემ სამი პირადი რეკორდი დაამყარა და გამოსვლების შედეგებით (179.50) მეხუთე ადგილი დაიკავა.

დეკემბრის დასაწყისში მორის ყვითელაშვილი ქალაქ ზაგრებში გამართულ Golden Spin of Zagreb 2019-ის საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას საცეკვაო დუეტს, წყვილმა იუნიორთა შორის გრან-პრის სერიის სეზონის დასკვნით ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0