„კვერკველიას დრო სჭირდება" – მოსკოვის „ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი

© courtesy of FC Lokomotiv / Alexander Pogrebnyakსაბა კვერკველია
საბა კვერკველია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთი კომენტარი საფეხბურთო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა „ლოკომოტივისა" და რუმინეთის „სტიაუას" შორის ამხანაგური მატჩის შემდეგ გააკეთა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. მოსკოვის „ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი იური სიომინი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს საბა კვერკველიას აუცილებლად სჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ ძველ სათამაშო კონდიციას დაუბრუნდეს.

ინგლისის ექს–ჩემპიონი ქართველი ფეხბურთელით დაინტერესდა>>

„დიახ, „იმ მდგომარეობამდე" დროა საჭირო. მთლიანობაში ცუდად არ უთამაშია. მაგრამ 90 წუთი იმიტომ გაატარა, რომ მურილო ცუდად გახდა. ვგეგმავდით, რომ ყველა 45-45 წუთს ითამაშებდა. კვერკველიასთვის იმაზე დიდი დატვირთვა გამოვიდა, ვიდრე ვგეგმავდით", – განუცხადა სიომინმა „ლოკომოტივის" პრეს-სამსახურს.

ასეთი კომენტარი საფეხბურთო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა „ლოკომოტივისა" და რუმინეთის „სტიაუას" შორის ამხანაგური მატჩის შემდეგ გააკეთა. მატჩი 3:3 დამთავრდა.

„ლოკომოტივი სეზონისწინა წვრთნებს ესპანეთში გადის. იქ კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

ამ სეზონში კვერკველიამ „ლოკომოტივის" შემადგენლობაში სულ ორი მატჩი ჩაატარა. მან სათამაშო ფორმა რუსეთის ჩემპიონატის გასული სეზონის დასკვნით მატჩში ტრავმის მიღების შედეგად დაკარგა.

რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე>>

იმასთან დაკავშირებით, რომ კვერკველიამ მოსკოვური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზამთრის პერიოდში ქართველი ფეხბურთელი „ლოკომოტივს" დატოვებდა. თუმცა, ეს განცხადება ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

ყველა ახალი ამბავი
0