რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე

© photo: Georgian Football Federationგიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის „ლოკომოტივის" მოთამაშე საბა კვერკველია იყო.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ბელგიის „გენტის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია. ამის შესახებ იუწყება ავტორიტეტული გერმანული სატრანსფერო სააგენტო Transfer Markt.

სააგენტოს შეფასებით, ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება 9 მილიონი ევროა.

გიორგი ჩაკვეტაძე საფეხბურთო მოედანს რვათვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა>>

ჩაკვეტაძე „გენტში" 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში ნახევარმცველმა 50 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირში, გაიტანა შვიდი გოლი და გააკეთა 11 შედეგიანი გადაცემა. გიორგი დაახლოებით რვა თვის განმავლობაში იშუშებდა ტრავმებს და მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში შეძლო მოედანზე დაბრუნება.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ტოპ-ათეული

N ფეხბურთელი კლუბი ქვეყანა ტრანსფერის ღირებულება. ევრო
1 გიორგი ჩაკვეტაძე გენტი ბელგია 9 000 000
2 საბა კვერკველია ლოკომოტივი რუსეთი, მოსკოვი 8 000 000
3 დავით ხოჭოლავა შახტიორი უკრაინა, დონეცკი 5 000 000
4-8 გია გრიგალავა არსენალი რუსეთი, ტულა 2 500 000
4-8 გიორგი ქვილითაია გენტი ბელგია 2 500 000
4-8 ჯიმი ტაბიძე უფა რუსეთი 2 500 000
4-8 ზურიკო დავითაშვილი რუბინი რუსეთი, ყაზანი 2 500 000
4-8 ხვიჩა კვარაცხელია რუბინი რუსეთი, ყაზანი 2 500 000
9 ოთარ კიტეიშვილი შტურმი ავსტრია, გრაცი 2 000 000
10 ნიკა კვეკვესკირი ტობოლი ყაზახეთი, კოსტანაი 1 500 000

გიორგიმდე ყველაზე ძვირადღირებული საბა კვერკველია იყო, მის ტრანსფერში მოსკოვის „ლოკომოტივმა" 10 მლნ ევრო გადაიხადა. თუმცა, ტრავმის გამო ამჟამად მისი სატრანსფერო ღირებულება დაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0