„საბურთალომ“ საქართველოს ფეხბურთის თასი მოიგო

© photo : FC Saburtalo / FB„საბურთალომ“ საქართველოს ფეხბურთის თასი მოიგო
„საბურთალომ“ საქართველოს ფეხბურთის თასი მოიგო

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის გათამაშების ფინალური თამაში გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა - ბოლო გოლი შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გავიდა

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ თბილისის „ლოკომოტივს“ ანგარიშით 3:1 მოუგო და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა.

გათამაშების ფინალური თამაში გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

თბილისის „დინამო“ - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი ფეხბურთში მე-17-ედ გახდა

მატჩის დასაწყისში საბურთალოელებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს - მე-12 წუთზე გიორგი კოხრეიძემ ეფექტურად შეასრულა საჯარიმო და ანგარიში გახსნა, ხოლო მე-19 წუთზე გიორგი გაბედავამ ერთი ერთზე გასვლა გააკეთა და გუნდის უპირატესობა გააორმაგა.

მეორე ტაიმში „ლოკომოტივმა“ თამაში გააუმჯობესა და 52-ე წუთზე პენალტის რეალიზაციის შედეგად სხვაობა შეამცირა.

89-ე წუთზე ლევან კაკუბავამ კუთხურის გათამაშებისას გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაამყარა.

ყველა ახალი ამბავი
0