გიორგი ჩაკვეტაძე საფეხბურთო მოედანს რვათვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა

© photo: Sputnikგიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩაკვეტაძემ მარჯვენა მუხლის ტრავმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო - ნახევარმცველმა ორჯერ სცადა მწყობრში დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და ბელგიის „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს ტრავმის მიღებიდან რვა თვეში დაუბრუნდა.

ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში, „ზიულბტე-ვარეგემის“ წინააღმდეგ გამართულ საშინაო მატჩში ქართველი ფეხბურთელი შეცვლაზე 76-ე წუთზე გამოვიდა. „გენტის“ ფანებმა 20 წლის ჩაკვეტაძეს ნადვილი ოვაცია მოუწყვეს. რაც შეეხება თამაშს, ის ანგარიშით 2:0 „გენტის“ სასარგებლოდ დასრულდა.

გიორგი ჩაკვეტაძე შეტევაში - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელი ევროპის 50 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის მოხვდა

თავდაპირველად „გენტის“ მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი არ გეგმავდა ჩაკვეტაძის გვარის შეტანას თამაშის განაცხადში. თუმცა, ოჯახური გარემოებების გამო, გუნდი დატოვა კანადელმა შემტევმა ხონატან დევიდმა და ქართველმა ნახევარმცველმა მისი ადგილი დაიკავა.

ჩაკვეტაძემ მარჯვენა მუხლის ტრავმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო. ნახევარმცველი ორჯერ ცდილობდა მოედანზე დაბრუნებას, მაგრამ ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ბოლო მატჩი ქართველმა 21 აპრილს „ანდერლეჰტის“ წინააღმდეგ ითამაშა, რის შემდეგაც „გენტის“ სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ მოთამაშეს სჭირდებოდა ოპერაცია, რომელიც მაისის დასაწყისში წარმატებით ჩატარდა ანტვერპენის ერთ-ერთ კლინიკაში. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ქართველი მწყობრში ჩადგებოდა ოქტომბრის ბოლოს, მაგრამ მოთამაშის გამოჯანმრთელების პროცესი ოდნავ შეფერხდა.

ეჭვგარეშეა, რომ ჩაკვეტაძის დაბრუნება არამარტო „გენტისთვის“, არამედ საქართველოს ნაკრებისთვის ბევრ რამეს ნიშნავს. საქართველოს ნაკრები მომავალი წლის მარტში უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში თბილისში ბელარუსის გუნდს შეხვდება.

უეფას ერთა ლიგა. საქართველო-ყაზახეთი. გიორგი ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
ევროპის ტოპ-კლუბები გიორგი ჩაკვეტაძეზე ნადირობენ

ჩაკვეტაძე „გენტში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ პერიოდში ნახევარმცველმა კლუბში 51 მატჩი ითამაშა, შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძე უეფას ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლის ავტორია. ნახევარმცველმა გახსნა ანგარიში ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელშიც საქართველომ ანგარიშით 2:0 მოიგო.

რაც შეეხება „გენტს“, ბელგიის ჩემპიონატის XVIII ტურის შემდეგ გუნდი 35 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და „ბრიუგეს“ შვიდი ქულით ჩამორჩება.

ყველა ახალი ამბავი
0