და კვლავ ოქრო! ქართველ მოციგურავეთა მორიგი წარმატება

© Facebook / photo : Georgian Figure Skating Federation / FBმარია კაზაკოვა და გიორგი რევია
მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექტემბრის ბოლოს ქართველების წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია პირველი იყო ხორვატიის ზაგრებში ანალოგიურ შეჯიბრებაზეც

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ქართველი საცეკვაო წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ტურინში იუნიორთა შორის გრან-პრის სერიის სეზონის დასკვნითი ტურნირის გამარჯვებულია.

ქართველმა წყვილმა შესანიშნავად შეასრულა თავისუფალი პროგრამა, რომელიც ამერიკელი მუსიკოსის, ტომი პროფიტის კომპოზიცია In the End-ის მუსიკაზე იცეკვეს. თავის პროგრამაში კაზაკოვა/რევიამ სირთულის მეოთხე დონე გამოიყენეს, რამაც 106,14 ქულა მოუტანათ. საერთო ჯამში ჩვენმა მოციგურავეებმა აიღეს 174,90 ქულა და ვერცხლის პრიზიორებს - ევონლი ნგუენ/ვადიმ კოლესნიკი (აშშ) სულ რაღაც 0,16 ქულით გაუსწრეს (174,74).

მესამე ადგილი რუსეთის წარმომადგენლებმა ელიზავეტა შანაევა/დევიდ ნარიჟნიმ დაიკავეს (164,22).

„ყინულზე რომ გავედით, ვიცოდით, რომ დასაკარგი არაფერი გვქონდა. იმისთვის არ გვიმუშავია, რომ რაღაცის გვეშინოდეს. მაყურებელი ჩვენი გამოსვლის საყურებლად მოვიდა და უნდა გვეჩვენებინა ყველაფერი, რაც შეგვეძლო. ახლა ემოციებით სავსე ვართ და გვიჭირს იმის აღქმა, რომ გავიმარჯვეთ“, - განუცხადა ISU-ს პრესსამსახურს გამარჯვების შემდეგ რევიამ.

ქართველმა მოციგურავემ ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო ტურნირი, რომელზეც ისინი წარდგებიან, ევროპის ჩემპიონატი გახდება. კონტინენტური პირველობა მომავალი წლის 20-26 იანვარს ავსტრიის გრაცში გაიმართება.

© Facebook / Georgian Figure Skating Federationმოციგურავეები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია იუნიორთა შორის გრან-პრის სერიის სეზონის გამარჯვებულები გახდნენ
და კვლავ ოქრო! ქართველ მოციგურავეთა მორიგი წარმატება - Sputnik საქართველო
მოციგურავეები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია იუნიორთა შორის გრან-პრის სერიის სეზონის გამარჯვებულები გახდნენ

აღსანიშნავია, რომ გამარჯვება ტურინში კაზაკოვა/რევიას წყვილისთვის გრან-პრის სერიის ტურნირებზე მეორე გახდა. სექტემბრის ბოლოს ქართველების წყვილი პირველი იყო ხორვატიის ზაგრებში ანალოგიურ შეჯიბრებაზეც.

ყველა ახალი ამბავი
0